ქალაქი თბილისი , გამზირი მელიქიშვილი , N 47-49-49ა
Решение
- Номер решения
- 6108200
- Дата решения
- 2 сентября 2022 г.
- Результат
- Другое
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ზურაბ ბაღათურია
- Застройщик (код компании)
- 405106745
Участок
- Кадастровый код
- 01.15.03.014.014
- Собственник
- შპს "იდეა მელიქიშვილი" (405106745)
- Площадь
- 1 581 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.15.03.014.014Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Общественно-деловая
- Подзона
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1919044
- Статус
- Не рассмотрено
- Зарегистрировано
- 1 сентября 2022 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 1 дн.
- с последней повторной подачи до решения
- Раунды замечаний
- 2
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 2 сентября 2022 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2022 წლის 22 აგვისტოს №AR1919044 განმეორებითი განცხადება, რომლითაც ითხოვთ სამსახურის 2022 წლის 31 მაისის №5961747 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ სამსახურის 2022 წლის 25 აგვისტოს №6094987 ბრძანებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე, დაგიდგინდათ ხარვეზები და განგესაზღვრათ ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ ხარვეზები სრულად არ იქნა შევსებული. კერძოდ, წარმოდგენილ +17.50 და +24.90 ნიშნულის გეგმებზე დატანილი საზაფხულო ფართობების ჯამური მაჩვენებლები და ამავე გეგმებზე, ექსპლიკაციებში დაფიქსირებული ამავე ფუნქციის ფართობის მაჩვენებლები ერთმანეთთან შეუსაბამოა. ასევე, +31.50 ნიშნულზე კვლავ დატანილია 155.19 კვ.მ ფართობის მაჩვენებელი, რომელიც წაშლილ უნდა იქნას აღნიშნული გეგმიდან. გარდა ამისა, წარმოდგენილ -4.90, +6.40, +10.10 და +24.90 ნიშნულის გეგმებზე დატანილი კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობების ჯამური მაჩვენებლები და ამავე გეგმებზე, ექსპლიკაციებში დაფიქსირებული ამავე ფუნქციის ფართობის მაჩვენებლები ერთმანეთთან შეუსაბამოა. ასევე, +6.40 ნიშნულის გეგმაზე დერეფნის ფართობები (49.84 კვ.მ) კვლავ ორჯერ არის მითითებული. ამასთან, შეთანხმებულ +28.60 ნიშნულის გეგმაზე (წინამდებარე განცხადებით აღნიშნული გეგმა წარმოდგენილი არ არის), „2-4“ ღერძებში არსებულ კიბის უჯრედის ფართზე ფართობის მაჩვენებლები ორჯერ არის დატანილი (18.94 კვ.მ. და 18.83 კვ.მ.). დატანილ უნდა იქნას მხოლოდ სწორი მაჩვენებელი, ხოლო მეორე წაშლილ უნდა იქნას გეგმიდან. გარდა ამისა, -13.45, -10.60 და -7.75 ნიშნულის გეგმებზე დატანილი ავტოსადგომების ჯამური ფართობი და ამავე გეგმებზე, ექსპლიკაციებში დაფიქსირებული ამავე ფუნქციის ფართობის მაჩვენებლები ერთმანეთთან შეუსაბამოა. ასევე, -10.60, -7.75 და -4.90 ნიშნულის გეგმებიდან წაშლილ უნდა იქნას საავტომობილო ლიფტის შახტის ფართობები. გარდა ამისა, -4.90 ნიშნულზე ავტოსადგომის ფართები ექსპლიკაციაში დატანილია 2 ნაწილად (99.12 კვ.მ. და 148.54 კვ.მ.). საჭიროა აღნიშნული ფართები დატანილ იქნას ერთიანად, მათი ჯამის სახით. გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოდგენილ +24.90 ნიშნულის გეგმა კვლავ არ შეესაბამება შეთანხმებულ +24.90 ნიშნულის გეგმას. კერძოდ: „4“ ღერძზე დამატებულია კედელი, ასევე ტერასაზე ტიხარი და „4-5“ ღერძებს შორის მონაკვეთში „გ-გ“ ღერძზე დამატებულია კარის ღიობი. ასევე, „3-4“ და „გ-ბ“ ღერძებშიც შეცვლილია გეგმარება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დაზუსტებულ იქნას მოთხოვნა ავტოსადგომების, საზაფხულო, კიბის უჯრედის და სადარბაზოს და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. ასევე, საჭიროა წარმოდგენილ იქნას სამსახურის 2022 წლის 31 მაისის №5961747 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები ფართობების (მათ შორის, ექსპლიკაციების) გასწორებით, გეგმარების ცვლილების გარეშე. ვინაიდან სამსახურის 2022 წლის 25 აგვისტოს №6094987 ბრძანებას გაეცანით 2022 წლის 26 აგვისტოს, ხოლო განმეორებითი განცხადება წარმოადგინეთ 01 სექტემბერს, ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი 30 (ოცდაათი) სამუშაო დღიდან დარჩენილია 26 (ოცდაექვსი) სამუშაო დღე. სამსახური გაძლევთ ხარვეზის შევსების შესაძლებლობას 26 (ოცდაექვსი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, თქვენი 2022 წლის 22 აგვისტოს №AR1919044 განცხადება დარჩება განუხილველი. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 2 сентября 2022 г.Решение6108200 - Другое
- 1 сентября 2022 г.Файлы загружены
- 25 августа 2022 г.Ответ города
- 21 августа 2022 г.Файлы загружены
Документы
Чертежи и проектные файлы2
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление