ქალაქი თბილისი , ქუჩა ჭოველიძე (ყოფ. ბელინსკი), N 8
Решение
- Номер решения
- 6095709
- Дата решения
- 25 августа 2022 г.
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ეკატერინე დევდარიანი
- Застройщик (код компании)
- 104500862
Участок
- Кадастровый код
- 01.15.02.010.026
- Собственник
- ი.ბ.ა. "პალადი ვერა" (104500862)
- Площадь
- 470 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.15.02.010.026Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1919263
- Статус
- Не рассмотрено
- Зарегистрировано
- 22 августа 2022 г.
- Тип
- Новое строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 3 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 25 августа 2022 г.Решение6095709
- 25 августа 2022 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება, პასუხად გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში გამოვლინდა ხარვეზები, კერძოდ: 1. წარმოდგენილ იქნეს ფოტომონტაჟი საპროექტო აბრის ჩვენებით. მასზე დატანილ იქნეს ზომები ნიშნულები მასალა და ფერის კოდი. 2. ასევე გაითვალისწინეთ, რომ "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, "რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე". გამომდინარე აქედან, სარეკლამო აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას. მანათობელი წარწერის შემთხვევაში, ორივე ენაზე შესრულებული (ქართული და უცხოური) წარწერები ერთნაირად უნდა იყოს განათებული. სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით). 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილების, მუხლი 18, პუნქტი 10, ქვეპუნქტი ა)–ს თანახმად: განაშენიანების რეგულირების წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოწყობილი საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე (არა)საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20%–ს. წარმოსადგენია ფოტომონტაჟი ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დეტალურად გაბარიტული ზომებისა და მასალის მითითებით გამოტანილი ხაზის მეშვეობით. გაითვალისწინეთ, ცალკე წარმოადგინეთ თქვენი კუთვნილი ფართის ფასადის საანგარიშო ზედაპირი, უკვე არსებული და მასზე განსათავსებელი სარეკლამო აბრების ზომები, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ფასადის 20 %–ს. 4. რუკაზე მოინიშნოს საპროექტო ფართის წილობრივი საკადასტრო კოდი ან წარმოდგენილი იქნას ფართის წილობრივი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი იქნას განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მშენებლობის შეტყობინებისას განმცხადებელს წარმოადგენს მიწის ნაკვეთის/შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს შეტყობინებით განსაზღვრული სამუშაოების წარმოების ინტერესი). 5. ვინაიდან, ობიექტი მშენებარეა, წარმოდგენილი იქნას მშენებარე ობიექტის მესაკუთრის (დამკვეთის) მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული თანხმობა. გაცნობებთ, რომ ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში ხარვეზების შეუსრულებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. აქვე გაცნობებთ, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე სრულად ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. იმ შემთხვევაში თუ თქვენი მხრიდან არ მოხდება სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების სრულყოფილად გამოსწორება და მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულყოფილი სახით წარმოდგენა, აღნიშნული განაცხადი დარჩება განუხილველი.
Показать ещёСвернуть
- 22 августа 2022 г.Файлы загружены
- 22 августа 2022 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы3
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление