ქალაქი თბილისი , ქუჩა საირმის , N 110ა
Решение
- Номер решения
- 6154232
- Дата решения
- 6 октября 2022 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- რევაზ ებრალიძე
- Застройщик (код компании)
- 404979813
Участок
- Кадастровый код
- 01.10.15.025.099
- Собственник
- შპს ტურელიტ-გრუპი (404979813 )
- Площадь
- 4 210 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.10.15.025.099Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-3
- K1
- 0,5
- K2
- 1,5
- K3
- 0,2
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1922638
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 12 сентября 2022 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 1 дн.
- с последней повторной подачи до решения
- Раунды замечаний
- 3
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 6 октября 2022 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3102145 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 12 სექტემბრის №AR1922638 განცხადებით მომართა რევაზ ებრალიძემ და მოითხოვა სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3102145 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3102145 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, საირმის ქუჩა №110ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.15.025.099) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 16 თებერვლიდან 2017 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით. სამსახურის 2017 წლის 18 აპრილის №3212472 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3102145 ბრძანებაში და საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 9031.35 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 1869.78 კვ.მ., დამხმარე ფართობად 823 კვ.მ., საერთო ფართობად 17364.05 კვ.მ. ასევე, -7.20 და -0.00 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდა 2017 წლის 16 მარტის №AR1486254 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3102145 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: საზაფხულო ფართობად 1869.78 კვ.მ-ის ნაცვლად 1914.68 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1611.2 კვ.მ-ის ნაცვლად 1151.4 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 823 კვ.მ-ის ნაცვლად 920.93 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 17364.05 კვ.მ-ის ნაცვლად 17210.33 კვ.მ-ის დაფიქსირებას. განმცხადებელს, ასევე, სურს სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3102145 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს საოფისე ფართობი 163.25 კვ.მ. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3102145 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3102145 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს საოფისე ფართობი 163.25 კვ.მ. ასევე, საერთო ფართობად დაფიქსირდეს 17210.33 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 1914.68 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1151.4 კვ.მ., დამხმარე ფართობად 920.93 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3102145 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები, გარდა სახურავის გეგმისა (სამსახურის 2017 წლის 18 აპრილის №3212472 ბრძანებით ჩანაცვლებულის გათვალისწინებით) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3102145 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3102145 და 2017 წლის 18 აპრილის №3212472 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 6 октября 2022 г.Решение6154232 - Выдано
- 5 октября 2022 г.Ответ города
- 5 октября 2022 г.Файлы загружены
- 2 октября 2022 г.Ответ города
- 2 октября 2022 г.Файлы загружены
- 12 сентября 2022 г.Файлы загружены
Документы
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление