OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , ვარკეთილის IV მ/რ, III კვ, 12 კორპ.მიმდებარედ ; ქალაქი თბილისი , ვარკეთილის IV მ/რ III კვ. N12 კორპ-ის მიმდ.

AR1926636Разрешение на строительствоИное назначение4 октября 2022 г.- Варкетили
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
6160180
Дата решения
11 октября 2022 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ჯონი საჯაია
Застройщик (код компании)
400297736

Участок

Кадастровый код
01.17.10.004.045
Собственник
ალექსანდრე ლაგვილავა (P/N: *********44)
Площадь
592 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1926636
Статус
Согласовано
Зарегистрировано
4 октября 2022 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
7 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 11 октября 2022 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 2 სექტემბრის №6108274 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 4 ოქტომბერს №AR1926636 განცხადებით მომართა ჯონი საჯაიამ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 2 სექტემბრის №6108274 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 31 აგვისტოს №6104981 ბრძანებით შეთანხმდა №01.17.10.004.045 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 2 სექტემბრის №6108274 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 2 სექტემბრიდან 2024 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2022 წლის 2 სექტემბრის №6108274 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით, ასევე, „მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკის pdf ფაილის“ ველში 2021 წლის 22 დეკემბერს არასწორად იქნა ატვირთული მშენებლობის ორგანიზების პროექტი და კალენდარული გრაფიკი. წარმოდგენილი და შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ №AR1853284 განცხადებით, სამსახურის 2022 წლის 31 აგვისტოს №6104981 ბრძანებით შეთანხმებული მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მოთხოვნილ იქნა მშენებლობის ნებართვის გაცემა. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის მშენებლობის ორგანიზების პროექტი და კალენდარული გრაფიკი 26 თვეზე. სამსახურის 2022 წლის 2 სექტემბრის №6108274 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად „მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკის pdf ფაილის“ ველში არასწორად იქნა ატვირთული მშენებლობის ორგანიზების პროექტი და კალენდარული გრაფიკი, რამაც განაპირობა სამსახურის 2022 წლის 2 სექტემბრის №6108274 ბრძანებაში ეტაპების და მშენებლობის ვადის არასწორად დაფიქსირება. ამასთან, №01.17.10.004.045 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საპროექტო მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის მშენებლობის ორგანიზების პროექტი და კალენდარულ გრაფიკი სამსახურში დაცულია (ფიქსირდება №AR1853284 განცხადებაზე ყველა ფაილის ჩამოტვირთვაში) და იდენტურია წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი მშენებლობის ორგანიზების პროექტის და კალენდარული გრაფიკის. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 2 სექტემბრის №6108274 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 2 სექტემბრის №6108274 ბრძანებაში და ბრძანების მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 2 სექტემბრიდან 2024 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. 3. მშენებლობის ეტაპები განისაზღვროს შემდეგნაირად: 1.მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია სამშენებლო მოედნის მოწესრიგებასთან, მათ შორის, ამორტიზებული ან სხვა არსებული ნაგებობების დაშლასთან და სამშენებლო ნაგვის მოცილებასთან, შესანარჩუნებელი მწვანე ნარგავების დაცვასა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების გადატანასთან. შენობა-ნაგებობის გრუნტზე დაკვალვა და ძირითადი ღერძების დაფიქსირება. 2.შენობა-ნაგებობის მიწის სამუშაოები „ე“ ღერძთან გამაგრებით. 3.შენობა-ნაგებობის ფუძის მოწყობის სამუშაოები. შენობა-ნაგებობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები. ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულამდე. 4.ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულიდან. 5.შენობა-ნაგებობების სახურავისა და გადახურვის მოწყობა. 6.არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა. 7.შენობა-ნაგებობების ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო ქსელების მოწყობა. 8.ტექნოლოგიური მოწყობილობის მონტაჟი. 9.შენობა-ნაგებობების გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები. 10.მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები. გაითვალისწინეთ: მშენებლობის ნებართვის მფლობელი (დამკვეთი) ვალდებულია “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შეადგინოს მშენებლობის (ზედამხედველობის) ეტაპის დასრულების ოქმი და სამშენებლო/სანებართვო პირობებით დადგენილი მორიგი ეტაპის დასრულებამდე წერილობითი სახით წარადგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას - დაჯარიმებას. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1415 მუხლის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის მშენებლობისას მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევს 2022 წლის 1 იანვრამდე არ დაეკისრება ამ კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.“. 2. №AR1853284 განცხადების „მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკის pdf ფაილის“ ველში ატვირთული დოკუმენტაცია ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე „ფაილი მიამაგრეთ სურვილის შემთხვევაში“ ველში ატვირთული მშენებლობის ორგანიზების პროექტით და კალენდარული გრაფიკით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 2 სექტემბრის №6108274 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 2 სექტემბრის №6108274 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში

    Показать ещё
  2. 11 октября 2022 г.Решение6160180 - Выдано
  3. 4 октября 2022 г.Файлы загружены
  4. 4 октября 2022 г.Файлы загружены
  5. 4 октября 2022 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы3

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление