ქალაქი თბილისი, დაბა წყნეთი, ივანე მაჩაბლის ქუჩა N17ა
Решение
- Номер решения
- 6217500
- Дата решения
- 21 ноября 2022 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- შოთიკო ვეშაპიძე
- Застройщик (код компании)
- 202227134
Участок
- Кадастровый код
- 01.14.09.008.524
- Собственник
- გიორგი თავდიშვილი (P/N: *********15)
- Площадь
- 315 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 2 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.14.09.008.524Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-1
- K1
- 0,5
- K2
- 0,8
- K3
- 0,3
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1928970
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 17 октября 2022 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 35 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 2
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 21 ноября 2022 г.Ответ города
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 16 თებერვლის №5276653 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 17 ოქტომბერს №AR1928970 განაცხადებით მომართა შოთიკო ვეშაპიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 16 თებერვლის №5276653 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 16 თებერვლის №5276653 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, დაბა წყნეთი, ივანე მაჩაბლის ქუჩა №17ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.14.09.008.524) მაღაზიის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 16 თებერვლიდან 2021 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა შპს "ჯი თი ჯი კაპიტალი" (ს/ნ: 405307350). სამსახურის 2021 წლის 18 აგვისტოს №5546418, 2021 წლის 23 დეკემბრის №5731751, 2022 წლის 03 მაისის №5912877 ბრძანებებით და 2022 წლის 24 აგვისტოს №6085636 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2021 წლის 16 თებერვლის №5276653 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2021 წლის 16 თებერვლის №5276653 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად მიწის ნაკვეთის ძველი მესაკუთრის - შპს "ჯი თი ჯი კაპიტალი"-ს (ს/ნ: 405307350) ნაცვლად მიწის ნაკვეთის ახალი - მესაკუთრის შპს „ევროპროდუქტი“-ს (ს/ნ: 202227134) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №882022819801, მომზადების თარიღი: 17/11/2022 წ.) თანახმად №01.14.09.008.524 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს შპს „ევროპროდუქტი“ (ს/ნ: 202227134). ამასთან, აღნიშნულ ამონაწერში ვალდებულება აღარ ფიქსირდება. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B21122559; მომზადების თარიღი: 06/12/2021 წ.) შპს „ევროპროდუქტი“-ს (ს/ნ: 202227134) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ გიორგი თავდიშვილი (პ/ნ: 61001002615) და დავით ოსეფაშვილი (პ/ნ: 31001001969). შპს „ევროპროდუქტი“-ს (ს/ნ: 202227134) წესდების თანახმად, დირექტორები საზოგადოებას მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენენ ერთობლივად. სამსახურში წარმოდგენილია შპს „ევროპროდუქტი“-ს (ს/ნ: 202227134) მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული 2022 წლის 21 თებერვლის მინდობილობა. შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 20-ე მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო, მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.14.09.008.524 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ევროპროდუქტი“ (ს/ნ: 202227134), რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელი სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2021 წლის 16 თებერვლის №5276653 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „ევროპროდუქტი“-ს (ს/ნ: 202227134) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 16 თებერვლის №5276653 ბრძანებაში და დამკვეთად შპს "ჯი თი ჯი კაპიტალი"-ს (ს/ნ: 405307350) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „ევროპროდუქტი“ (ს/ნ: 202227134). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 16 თებერვლის №5276653 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 16 თებერვლის №5276653, 2021 წლის 18 აგვისტოს №5546418, 2021 წლის 23 დეკემბრის №5731751, 2022 წლის 03 მაისის №5912877 ბრძანებებთან და 2022 წლის 24 აგვისტოს №6085636 გადაწყვეტილებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 21 ноября 2022 г.Решение6217500 - Выдано
- 19 ноября 2022 г.Ответ города
- 19 ноября 2022 г.Файлы загружены
- 19 ноября 2022 г.Файлы загружены
- 17 октября 2022 г.Файлы загружены
Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление