ქალაქი თბილისი , ქუჩა ამაღლება , N 26
Решение
- Номер решения
- 6201427
- Дата решения
- 9 ноября 2022 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ზურაბ ვანიშვილი
- Застройщик (код компании)
- 478813788
Участок
- Кадастровый код
- 01.15.05.091.013
- Собственник
- ნინა სლეპჩენკო (P/N: *********51) (P/N: *********51)
- Площадь
- 166 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.15.05.091.013Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1930565
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 2 ноября 2022 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 7 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 9 ноября 2022 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 04 ივლისის №6016949 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 02 ნოემბერს №AR1930565 განცხადებით მომართა ზურაბ ვანიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 04 ივლისის №6016949 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 04 ივლისის №6016949 ბრძანებით შეთანხმდა ქ.თბილისში, ამაღლების ქ. №26–ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.15.05.091.013) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2022 წლის 04 ივლისის №6016949 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ავტოსადგომის ფართობი 89.17 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 61.47 კვ.მ., ასევე, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში გამორჩენილია დამხმარე ფართობი - 27.7 კვ.მ-ის დაფიქსირება. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, ზემოაღნიშნული ფართობების გასწორება არ იწვევს საერთო ფართობის ცვლილებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 04 ივლისის №6016949 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს: დამხმარე ფართობი: 27.7 კვ.მ, ხოლო, ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს: 61.47 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 04 ივლისის №6016949 ბრძანებით შეთანხმებული -2.90 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 04 ივლისის №6016949 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 04 ივლისის №6016949 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 9 ноября 2022 г.Решение6201427 - Выдано
- 25 октября 2022 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы1
- gegmebi.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление