OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი, საინგილოს ქუჩა, N 41ა

AR1931626Разрешение на строительствоИное назначение1 ноября 2022 г.- Кикети
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
6198626
Дата решения
8 ноября 2022 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
არჩილ გერსამია
Застройщик (код компании)
405390107

Участок

Кадастровый код
01.17.02.059.277
Собственник
არჩილ გერსამია (P/N: *********33)
Площадь
491 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.

Участки и зонирование

  • Зона
    Транспортная
    Подзона
    tz-1
    K1
    0
    K2
    0
    Зона Транспортная: городская карта не указывает K2 для зон этого типа (0 означает «не опубликовано», а не запрет на строительство). Проверьте регламент зонирования.
    K3
    0

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1931626
Статус
Согласовано
Зарегистрировано
1 ноября 2022 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
7 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 8 ноября 2022 г.Ответ города

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 28 ოქტომბრის №6179366 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 01 ნოემბერს №AR1931626 განცხადებით მომართა არჩილ გერსამიამ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 28 ოქტომბრის №6179366 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 28 ოქტომბრის №6179366 ბრძანებით №01.17.02.059.277 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა ოფისის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 28 ოქტომბრიდან 2026 წლის 28 აპრილის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2022 წლის 28 ოქტომბრის №6179366 ბრძანებაში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ვადა, კერძოდ: “მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 28 ოქტომბრიდან 2026 წლის 28 აპრილის ჩათვლით“ ნაცვლად დაფიქსირდა “მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 28 ოქტომბრიდან 2026 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით“. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2022 წლის 28 სექტემბრის №AR1925533 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 42 თვეზე და სამსახურის 2022 წლის 28 ოქტომბრის №6179366 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2026 წლის 28 აპრილის ჩათვლით, თუმცა, ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2022 წლის 28 ოქტომბრის №6179366 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 28 ოქტომბრის №6179366 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 28 ოქტომბრიდან 2026 წლის 28 აპრილის ჩათვლით კალენდარული გრაფიკის შესაბამისად.“. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 28 ოქტომბრის №6179366 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 28 ოქტომბრის №6179366 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 8 ноября 2022 г.Решение6198626 - Выдано

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление