OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , ალ.წულუკიძის ქ. N 21.

AR1933106Разрешение на строительствоИное назначение9 ноября 2022 г.
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
6223099
Дата решения
25 ноября 2022 г.
Результат
Выдано
Срок строительства
31 октября 2022 г. – 31 октября 2025 г.
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
სალომე ხოფერია
Застройщик (код компании)
206043459

Участок

Кадастровый код
01.17.10.006.139
Собственник
სააქციო საზოგადოება "ფეიქარი 95" (206043459)
Площадь
2 763 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 13 ноября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1933106
Статус
Согласовано
Зарегистрировано
9 ноября 2022 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
1 дн.
с последней повторной подачи до решения
Раунды замечаний
3

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 25 ноября 2022 г.Ответ города

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 07 ოქტომბრის №6154843 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 09 ნოემბერს №AR1933106 განცხადებით მომართა სალომე ხოფერიამ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 07 ოქტომბრის №6154843 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკნომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 07 ოქტომბრის №6154843 ბრძანებით №01.17.10.006.139 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 31 ოქტომბრის №6185572 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 31 ოქტომბრიდან 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 07 ოქტომბრის №6154843 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად 4889 კვ.მ-ის ნაცვლად 4858.8 კვ.მ-ის, საოფისე ფართობად 2856.1 კვ.მ-ის ნაცვლად 2867 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 807.5 კვ.მ-ის ნაცვლად 806.6 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 2115.1 კვ.მ-ის ნაცვლად 1330 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 236.5 კვ.მ-ის ნაცვლად 263.4 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 1542.6 კვ.მ-ის ნაცვლად 2093.2 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 15236.4 კვ.მ-ის ნაცვლად 15008.6 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 07 ოქტომბრის №6154843 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 07 ოქტომბრის №6154843 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 15008.6 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 4858.8 კვ.მ., საოფისე ფართობად 2867 კვ.მ., კომერციულ ფართობად 806.6 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 1330 კვ.მ., დამხმარე ფართობად 263.4 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად 2093.2 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 07 ოქტომბრის №6154843 ბრძანებით შეთანხმებული -3.10, +3.70, +27.40, +50.15 და +59.80 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 07 ოქტომბრის №6154843 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 07 ოქტომბრის №6154843 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 25 ноября 2022 г.Решение6223099 - Выдано
  3. 24 ноября 2022 г.Ответ города
  4. 24 ноября 2022 г.Файлы загружены
  5. 21 ноября 2022 г.Ответ города
  6. 21 ноября 2022 г.Файлы загружены
  7. 8 ноября 2022 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы1

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление