OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, არქანჯელო ლამბერტის ქუჩა, N 16

AR1938837Разрешение на строительствоИное назначение8 декабря 2022 г.- Дигоми
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
6321131
Дата решения
9 февраля 2023 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
გოჩა გეთიაშვილი
Застройщик (код компании)
405283269

Участок

Кадастровый код
01.72.14.040.144
Собственник
ზაზა როჭიკაშვილი (P/N: *********06)
Площадь
1 250 м²
Назначение земли
სასოფლო-სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1938837
Статус
Согласовано
Зарегистрировано
8 декабря 2022 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
2 дн.
с последней повторной подачи до решения
Раунды замечаний
3

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 9 февраля 2023 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213299 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 08 დეკემბერს №AR1938837 განცხადებით მომართა გოჩა გეთიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213299 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213299 ბრძანებით შეთანხმდა №01.72.14.040.144 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 18 დეკემბრის №5226057 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 18 დეკემბრიდან 2022 წლის 18 თებერვლის ჩათვლით. სამსახურის 2022 წლის 15 ნოემბრის №6209468 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213299 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდა ღია ავტოსადგომების ფართობი 151.5 კვ.მ. ამასთან, ჩანაცვლდა 0.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213299 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები, კერძოდ განმცხადებელი უთითებს, რომ ბრძანებაში შიდა ავტოსადგომების ფართობი მითითებულია დამხმარე ფართობის ველში. შესაბამისად, ითხოვს სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213299 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამხმარე ფართობის (70.4 კვ.მ.) ნაცვლად დაფიქსირდეს შიდა ავტოსადგომების ფართობი 68.9 კვ.მ. (განმცხადებელი განმარტავს, რომ შიდა ავტოსადგომების ფართობი დაზუსტების შედეგად შეადგენს 68.9 კვ.მ-ს). სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ 0.00 ნიშნულის გეგმაზე მდებარეობს 5 (ხუთი) შიდა ავტოსადგომი (ჯამური ფართო 68.9 კვ.მ.). თუმცა, სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213299 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად შიდა ავტოსადგომების ფართობი არასწორად იქნა მითითებული დამხმარე ფართობის ველში. სამსახურმა, ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი 0.00 ნიშნულის გეგმა არ იცვლება, აღნიშნულ გეგმაზე ხდება მხოლოდ შიდა ავტოსადგომების ფართობების დაზუსტება. ამასთან, შიდა ავტოსადგომების ფართობის გასწორებასთან ერთად ზუსტდება საერთო ფართობი და იგი შეადგენს 2874.5 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213299 ბრძანებაში და დამხმარე ფართობის - 70.4 კვ.მ-ის ნაცვლად დაფიქსირდეს შიდა ავტოსადგომების ფართობი - 68.9 კვ.მ., საერთო ფართობად - 2874.5 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213299 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა (სამსახურის 2022 წლის 15 ნოემბრის №6209468 ბრძანებით ჩანაცვლებული 0.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმის გათვალისწინებით) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული არქიტექტურული გეგმით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213299 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213299 და სამსახურის 2022 წლის 15 ნოემბრის №6209468 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 9 февраля 2023 г.Решение6321131 - Выдано
  3. 7 февраля 2023 г.Ответ города
  4. 7 февраля 2023 г.Файлы загружены
  5. 6 февраля 2023 г.Ответ города
  6. 6 февраля 2023 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы2

  • მიწისპირა სართული - პარკირების კროკები.pdfОткрыть ↗
  • მიწისპირა სართული - პარკირების კროკები + პარკინგი N5.pdfОткрыть ↗

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление