ქალაქი თბილისი , ქუჩა აკაკი ბაქრაძის , N 7 ; ქალაქი თბილისი , დასახლება ვაშლიჯვარი , მარშალ გელოვანის გამზირი , N 1 ; ქალაქი თბილისი , მტკვრის მარჯვენა სანაპირო , რესტორან "ვენეცია"-სთან , (ნაკვ. 25/45) ; ქალაქი თბილისი , მდ.მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არსებული ავტოტექმომსახურების სადგურის მიმდებარედ (ნაკვეთის წინა 25/9); ქალაქი თბილისი , მარშალ გელოვანის გამზირი N27
Решение
- Номер решения
- 6289748
- Дата решения
- 18 января 2023 г.
- Результат
- Другое
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ავთანდილ მახარობლიშვილი
- Организация
- 22200
- Застройщик (код компании)
- 405535693
Участок
- Кадастровый код
- 01.10.10.025.093
- Собственник
- შპს "ემკვადრატის პარკი" (405116716)
- Площадь
- 6 395 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.10.10.025.093Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Общественно-деловая
- Подзона
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1942564
- Статус
- Не рассмотрено
- Зарегистрировано
- 30 декабря 2022 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 19 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 18 января 2023 г.Ответ города
2022 წლის 30 დეკემბრის №AR1942564 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 30 დეკემბერს №AR1942564 განცხადებით მომართა ავთანდილ მახარობლიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 22 ივნისის №5457636 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 22 ივნისის №5457636 ბრძანებით შეთანხმდა №01.10.10.025.093 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (კომერციული ფართით; სექტორი №-9 / ბლოკი №-8) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 22 ივნისიდან 2023 წლის 22 ივნისის ჩათვლით. სამსახურის 2022 წლის 22 ივლისის №6048574 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2021 წლის 22 ივნისის №5457636 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციასთან დაკავშირებით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 22 ივნისის №5457636 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ სურს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 11113.29 კვ.მ-ის ნაცვლად 11113.47 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 2664.71 კვ.მ-ის ნაცვლად 3205.46 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საცხოვრებელ და შიდა ავტოსადგომების ფართობებში არასწორად არის ჩათვლილი კოლონების ფართობები. ამასთან, შეთანხმებულ -3.300 (-3.420) ნიშნულის გეგმაზე მდებარე ყველა ავტომობილის სადგომზე შესაბამისი ზომები არ არის მითითებული, მაგ.: №01-№05 ავტომობილების სადგომებზე. ამასთან, შეთანხმებული ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებელბებისგან დამოუკიდებლად, ცალკე დაფიქსირებულია გარე ავტოსადგომის 540.75 კვ.მ. ფართობი, რომელიც ამჯერად წარმოდგენილი ავტოსადგომის მაჩვენებლის მიხედვით არასწორად არის ჩათვლილი შიდა ავტოსადგომის ფართობში. გაითვალისწინეთ, რომ გარე ავტოსადგომები არ იანგარიშება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, მათ შორის ავტოსადგომისა და საერთო ფართობებში. შესაბამისად, შეთანხმებულ ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე სწორად არის დაფიქსირებული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ±0.000 ნიშნულის გეგმაზე მდებარე ზოგიერთ გარე ავტოსადგომზე არ არის ზომები სრულად (სიგრძე, სიგანე) მითითებული, მაგ.: №81, №82 გარე ავტოსადგომებზე სიგრძის მაჩვენებელი. გაითვალისწინეთ, რომ საცხოვრებელი და შიდა ავტოსადგომის ფართობების გასწორება გამოიწვევს საპროექტო შენობის სართო ფართობის ცვლილებასაც. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ წინამდებარე განცხადება არასწორად იქნა დარეგისტრირებული „ცვლილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში“ ნომენკლატურით, საჭიროა განცხადება დაარეგისტრიროთ ,,ტექნიკური ხარვეზის გასწორება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში’’ ნომენკლატურით. რისთვისაც ამავე განაცხადის საფუძველზე მოგეცემათ ნომენკლატურის შეცვლის შესაძლებლობა. გაითვალისწინეთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. განცხადება დაარეგისტრიროს “ტექნიკური ხარვეზის გასწორება ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში” ნომენკლატურით. 1.2. დააზუსტოს მოთხოვნა საცხოვრებელ, შიდა ავტოსადგომისა და საერთო ფართობებთან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გარე ავტოსადგომის ფართობთან დაკავშირებით. 1.3. წარმოადგინოს სამსახურის 2021 წლის 22 ივნისის №5457636 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმების იდენტური (გეგმარების ცვლილების გარეშე) არქიტექტურული გეგმები გასწორებული საცხოვრებელი და შიდა ავტოსადგომის ფართობების დატანით. ასევე, ყველა ავტომობილის სადგომზე შესაბამისი ზომების მითითებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გასწორებული ავტოსადგომების ფართობების დატანით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2022 წლის 30 დეკემბრის №AR1942564 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 18 января 2023 г.Решение6289748 - Другое
Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление