OpenCAD
Не рассмотрено

ქალაქი თბილისი , ქუჩა აკაკი ბაქრაძის , N 7 ; ქალაქი თბილისი , დასახლება ვაშლიჯვარი , მარშალ გელოვანის გამზირი , N 1 ; ქალაქი თბილისი , მტკვრის მარჯვენა სანაპირო , რესტორან "ვენეცია"-სთან , (ნაკვ. 25/45) ; ქალაქი თბილისი , მდ.მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არსებული ავტოტექმომსახურების სადგურის მიმდებარედ (ნაკვეთის წინა 25/9); ქალაქი თბილისი , მარშალ გელოვანის გამზირი N27

AR1942570Разрешение на строительствоИное назначение30 декабря 2022 г.- Вашлиджвари
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
6304766
Дата решения
30 января 2023 г.
Результат
Другое
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ავთანდილ მახარობლიშვილი
Организация
22200
Застройщик (код компании)
405543452

Участок

Кадастровый код
01.10.10.025.091
Собственник
შპს "ემკვადრატის პარკი" (405116716)
Площадь
7 499 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1942570
Статус
Не рассмотрено
Зарегистрировано
30 декабря 2022 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
31 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 30 января 2023 г.Ответ города

    2022 წლის 30 დეკემბრის №AR1942570 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციის და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 30 დეკემბერს №AR1942570 განაცხადით მომართა ავთანდილ მახარობლიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 19 ოქტომბრის №5640758 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 19 ოქტომბრის №5640758 ბრძანებით №01.10.10.025.091 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 19 ოქტომბრიდან 2023 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით. სამსახურის 2022 წლის 22 ივლისის №6048584 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2021 წლის 19 ოქტომბრის №5640758 ბრძანებაში და დამკვეთად შპს "ემკვადრატის პარკი"-ს (ს/ნ: 405116716) ნაცვლად დაფიქსირდა შპს „ემკვადრატის პარკი X" (ს/ნ: 405543452). წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 19 ოქტომბრის №5640758 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას. კერძოდ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 2405.88 კვ.მ-ის ნაცვლად 2392.77 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 264.37 კვ.მ-ის ნაცვლად 313.35 კვ.მ-ის, ავტოსადგომების ფართობად 3895.89 კვ.მს ნაცვლად 3906.89 კვ.მ-ის დაფიქსირებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმებზე მითითებული კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობის ჯამური მაჩვენებელი მცირედით არ ემთხვევა მოთხოვნის ტექსტში მითითებულ კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობის ჯამურ მაჩვენებელს. ასევე, დგინდება, რომ შიდა ავტოსადგომების ფართობში შეყვანილია ღია ავტოსადგომების ფართობი. განგიმარტავთ, რომ ღია ავტოსადგომები არ შედის ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, შესაბამისად ავტოსადგომისა და საერთო ფართობში. თუმცა, შესაძლებელია მისი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირება. ამასთან, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს, დამხმარე და შიდა ავტოსადგომების ფართობების გასწორება იწვევს საერთო ფართობის დაზუსტებას. ასევე, საჭიროა განცხადება დაარეგისტრიროთ ,,ტექნიკური ხარვეზის გასწორება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში’’ ნომენკლატურით. რისთვისაც ამავე განაცხადის საფუძველზე მოგეცემათ ნომენკლატურის შეცვლის შესაძლებლობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დაავალოს განმცხადებელს წარმოადგინოს განახლებული დოკუმენტაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: 1.დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა კიბის უჯრედისა და სადარბაზოს, ავტოსადგომების და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. ასევე, ღია ავტოსადგომების ფართობის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირებასთან დაკავშირებით. 1.2. განცხადება დაარეგისტრიროს ,,ტექნიკური ხარვეზის გასწორება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში’’ ნომენკლატურით. 2.ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2022 წლის 30 დეკემბრის №AR1942570 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 30 января 2023 г.Решение6304766 - Другое

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление