ქალაქი თბილისი, პეტრე იბერის ქუჩა, N 30
Решение
- Номер решения
- 6302243
- Дата решения
- 27 января 2023 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- მარიამ პაპუკაშვილი
- Застройщик (код компании)
- 211358975
Участок
- Кадастровый код
- 01.10.06.001.002
- Собственник
- შპს ავტოსერვისი "დიდი დიღომი" ( 211358975)
- Площадь
- 13 160 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 2 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.10.06.001.002Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Общественно-деловая
- Подзона
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1944633
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 17 января 2023 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 10 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 2
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 27 января 2023 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 იანვრის №6286238 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 17 იანვარს №AR1944633 განცხადებით მომართა მარიამ პაპუკაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 16 იანვრის №6286238 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან და მშენებლობის განხორციელების ეტაპებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 16 იანვრის №6286238 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, პეტრე იბერის ქუჩა №30-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.06.001.002) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ბლოკი №2) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 16 იანვრიდან 2026 წლის 05 სექტემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2023 წლის 16 იანვრის №6286238 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, დამხმარე ფართობი 146.1 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 140.4 კვ.მ. ამასთან, მოთხოვნილია განაშენიანების ფართობის 10572.6 კვ.მ-ის ნაცვლად 10573.3 კვ.მ-ის დაფიქსირება. გარდა ამისა, მოთხოვნილია მშენებლობის ეტაპებში ტექნიკური შეცდომის გასწორება, ეტაპების ნუმერაციასთან დაკავშირებით. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმა შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება -3.00 ნიშნულის გეგმაზე მხოლოდ ფართობების დაზუსტება. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამხმარე ფართობის ცვლილება გამოიწვევს საერთო ფართობის ცვლილებასაც და 9570.0 კვ.მ-ის ნაცვლად იქნება 9564.3 კვ.მ. ამასთან, 2022 წლის 20 დეკემბრის №AR1940684 განცხადებით წარმოდგენილი მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკით გათვალისწინებულია 11 მშენებლობის ეტაპი, თუმცა ტექნიკური შეცდომის გამო სამსახურის 2023 წლის 16 იანვრის №6286238 ბრძანებაში მშენებლობის ეტაპები (15 ეტაპი) არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 იანვრის №6286238 ბრძანებაში და: 1.1 ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამხმარე ფართობად დაფიქსირდეს: 140.4 კვ.მ., საერთო ფართობად: 9564.3 კვ.მ. 1.2 განაშენიანების ფართობად დაფიქსირდეს: 10573.3 კვ.მ. 1.3 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მშენებლობის ეტაპები განისაზღვროს შემდეგნაირად: 1) შენობა-ნაგებობის ფუძის მოწყობის სამუშაოები, შენობა-ნაგებობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები, ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა - ნაგებობის ნულოვან ნიშნულამდე, 0 - 1 სართულების ძირითადი კონსტრუქციული სისტემების მოწყობა +0.00 და +4.00 ნიშნულებზე, 2 - 3 სართულების ძირითადი კონსტრუქციული სისტემების მოწყობა +7.20 და +10.40 ნიშნულებზე; 2) 4 - 5 სართულების ძირითადი კონსტრუქციული სისტემების მოწყობა +13.60 და +16.80 ნიშნულებზე; 3) 6 - 7 სართულების ძირითადი კონსტრუქციული სისტემების მოწყობა +20.00 და +23.20 ნიშნულებზე; 4) 8 - 9 სართულების ძირითადი კონსტრუქციული სისტემების მოწყობა +26.40 და +29.60 ნიშნულებზე; 5) 10 - 11 სართულების ძირითადი კონსტრუქციული სისტემების მოწყობა +32.80 და +36.00 ნიშნულებზე; 6) შენობა-ნაგებობის სახურავისა და გადახურვის მოწყობა +42.00 ნიშნულზე; 7) არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა; 8) შენობა-ნაგებობის ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური ქსელების მოწყობა; 9) ტექნოლოგიური მოწყობილობების მონტაჟი; 10) შენობა-ნაგებობის გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები; 11) მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები; გაითვალისწინეთ: მშენებლობის ნებართვის მფლობელი (დამკვეთი) ვალდებულია “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შეადგინოს მშენებლობის (ზედამხედველობის) ეტაპის დასრულების ოქმი და სამშენებლო/სანებართვო პირობებით დადგენილი მორიგი ეტაპის დასრულებამდე წერილობითი სახით წარადგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას - დაჯარიმებას.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 იანვრის №6286238 ბრძანებით შეთანხმებული -3.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი -3.00 ნიშნულის გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 იანვრის №6286238 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 იანვრის №6286238 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 27 января 2023 г.Решение6302243 - Выдано
- 25 января 2023 г.Ответ города
- 25 января 2023 г.Файлы загружены
- 17 января 2023 г.Файлы загружены
Документы
Чертежи и проектные файлы1
- გეგმები გაერთიანებული 02.pdfОткрыть ↗
Прочие файлы1
- -1.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление