OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , მეტრო "ისანთან" ყოფ. ავტოსალაროების მიმდებარედ

AR1953100Разрешение на строительствоИное назначение6 марта 2023 г.
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
6366655
Дата решения
14 марта 2023 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ავთანდილ კახნიაშვილი
Застройщик (код компании)
206047874

Участок

Кадастровый код
01.17.12.001.034
Собственник
შპს "ტრანსსერვისი" (206047874)
Площадь
62 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1953100
Статус
Согласовано
Зарегистрировано
6 марта 2023 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
8 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 14 марта 2023 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 24 თებერვლის №6342404 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 06 მარტს №AR1953100 განცხადებით მომართა ავთანდილ კახნიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 24 თებერვლის №6342404 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 24 თებერვლის №6342404 გადაწყვეტილებით სამსახური დაეთანხმა ქ. თბილისში, მეტრო „ისანთან“ ყოფ. ავტოსალაროების მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.17.12.001.034) ჭიშკარის მოწყობის და არსებული კიბის რეკონსტრუქციის შესაძლებლობას (არსებულ გაბარიტებში). განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2023 წლის 24 თებერვლის №6342404 გადაწყვეტილების ტექსტში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ჭიშკარის მოწყობის და არსებული კიბის რეკონსტრუქციის ნაცვლად დაფიქსირდა მხოლოდ ჭიშკარის მოწყობა. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 07 თებერვლის №AR1948353 განცხადების მოთხოვნის ტექსტით და ამავე განცხადებაზე წარმოდგენილი ფოტომონტაჟით დგინდება, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ იქნა ქ. თბილისში, მეტრო „ისანთან“ ყოფ. ავტოსალაროების მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე ჭიშკარის მოწყობასთან და არსებული კიბის რეკონსტრუქციასთან (არსებულ გაბარიტებში) დაკავშირებით თანხმობის გაცემა. თუმცა ტექნიკური შეცდომის გამო სამსახურის 2023 წლის 24 თებერვლის №6342404 გადაწყვეტილებაში მხოლოდ ჭიშკარის მოწყობა არასწორად დაფიქსირდა. ამასთან, სამსახურში ფიქსირდება ავთანდილ კახნიაშვილის 2023 წლის 01 მარტის №AR1952460 განცხადება სადაც დამატებით მოთხოვნილია სარეკლამო აბრის მოწყობა. აღნიშნულ განცხადებაზე სამსახურის 2023 წლის 02 მარტის №6351315 გადაწყვეტილებით დადგინდა ხარვეზები, რომელთა გამოსასწორებლად განმცხადებელს განესაზღვრა შესაბამისი ვადა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 24 თებერვლის №6342404 გადაწყვეტილებაში და ჩანაწერის „ჭიშკარის მოწყობის შესაძლებლობის“ ნაცვლად დაფიქსირდეს „ჭიშკარის მოწყობის და არსებული კიბის რეკონსტრუქციის შესაძლებლობა (არსებულ გაბარიტებში).“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 24 თებერვლის №6342404 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 24 თებერვლის №6342404 გადაწყვეტილებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 14 марта 2023 г.Решение6366655 - Выдано
  3. 6 марта 2023 г.Файлы загружены
  4. 6 марта 2023 г.Файлы загружены
  5. 6 марта 2023 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы3

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление