OpenCAD
Не рассмотрено

ქალაქი თბილისი , ქუჩა ნატახტარი , N 18 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ნატახტარი , N 20 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ნატახტარი , N20ა

AR1958435Разрешение на строительствоИное назначение31 марта 2023 г.- Сабуртало
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
6477748
Дата решения
25 мая 2023 г.
Результат
Другое
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
გიორგი ინასარიძე
Застройщик (код компании)
430027302

Участок

Кадастровый код
01.10.17.013.029
Собственник
შპს "სიეიჩ ჯგუფი CH Group" (430027302)
Площадь
1 780 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1958435
Статус
Не рассмотрено
Зарегистрировано
31 марта 2023 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
2 дн.
с последней повторной подачи до решения
Раунды замечаний
4

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 25 мая 2023 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2023 წლის 31 მარტის №AR1958435 განმეორებითი განცხადება რომლითაც ითხოვთ სამსახურის 2023 წლის 9 თებერვლის №6321244 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ სამსახურის 2023 წლის 10 აპრილის №6410462 ბრძანებით, 2023 წლის 28 აპრილის №6437229 და 2023 წლის 15 მაისის №6459427 გადაწყვეტილებებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე, დაგიდგინდათ ხარვეზები და განგესაზღვრათ ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად. კერძოდ, დაგევალათ მოთხოვნის ტექსტსა და ექსპლიკაციებზე გასწორებული ფართობები დააფიქსირებულიყო არა ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად, არამედ ერთიანი ჯამური მაჩვენებლები, ფუნქციური დანიშნულების მიხედვით. ამასთან, -7.27 და -4.300 ნიშნულების გეგმებზე, შიდა ავტოსადგომების ფართობების შესწორება, ასევე -4.300 ნიშნულის გეგმაზე თითოეულ ღია ავტოსადგომზე შესაბამისი ფართობებისა და ზომების (სიგრძე, სიგანე) დამოუკიდებლად, ცალ-ცალკე დაფიქსირება და გეგმარების ცვლილების გარეშე შესაბამისი გეგმების წარმოდგენა. განმეორებით წარმოდგენილ განცხადებაში კვლავ გამოვლინდა ხარვეზები. კერძოდ, კვლავ არ არის წარმოდგენილი ჯამური ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები ფუნქციური დანიშნულების მიხედვით. წარმოდგენილი და შეთანხმებული გეგმები ისევ შეუსაბამოა ერთმანეთთან, შეცვლილია გეგმარება (მაგ.: ±0.000 ნიშნულის გეგმაზე არსებული ბინა №4-ის გეგმარება). ასევე, -7.27 და -4.300 ნიშნულების გეგმებზე, შიდა ავტოსადგომების ფართობები კვლავ არ არის შესწორებული. ამასთან, წარმოდგენილ ყველა გეგმაზე შახტების ფართობებია დაფიქსირებული, რაც დაუშვებელია, ვინაიდან, შახტების ფართობები არ იანგარიშება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში. კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობში, იანგარიშება მხოლოდ -7.27 ნიშნულის გეგმაზე არსებული ლიფტის შახტების ფართობები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, არ იქნა წარმოდგენილი სამსახურის მიერ განსაზღვრული შესწორებული დოკუმენტაცია და სამსახურის მიერ რამდენჯერმე მოხდა ერთი და იმავე ხარვეზების დადგენა, რომელიც განმცხადებლის მიერ არ იქნა გამოსწორებული, სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება 2023 წლის 31 მარტის №AR1958435 განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. დამატებით გაცნობებთ, რომ ახალი განცხადების რეგისტრაციის და სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, სამსახური იმსჯელებს განცხადებაში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით და მიიღებს კანონმდებლობის შესაბამის გადაწყვეტილებას. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 25 мая 2023 г.Решение6477748 - Другое
  3. 23 мая 2023 г.Ответ города
  4. 23 мая 2023 г.Файлы загружены
  5. 11 мая 2023 г.Ответ города
  6. 11 мая 2023 г.Файлы загружены
  7. 11 мая 2023 г.Файлы загружены
  8. 26 апреля 2023 г.Ответ города
  9. 26 апреля 2023 г.Файлы загружены
  10. 31 марта 2023 г.Файлы загружены

Документы

Чертежи и проектные файлы3

Прочие файлы2

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление