ქალაქი თბილისი , არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის ქუჩა N12
Решение
- Номер решения
- 6440419
- Дата решения
- 1 мая 2023 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ელისო სიხარულიძე
- Застройщик (код компании)
- 205584820
Участок
- Кадастровый код
- 01.10.18.005.046
- Собственник
- გულვერი აბესაძე (P/N: *********61)
- Площадь
- 668 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 2 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.10.18.005.046Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1961881
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 20 апреля 2023 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 11 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 2
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 1 мая 2023 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 01 დეკემბრის №6231560 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 20 აპრილის №AR1961881 განცხადებით მომართა ელისო სიხარულიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 01 დეკემბრის №6231560 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 01 დეკემბრის №6231560 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის ქუჩა №12-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.18.005.046), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 23 იანვრის №6294597 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 23 იანვრიდან 2025 წლის 23 იანვრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2022 წლის 01 დეკემბრის №6231560 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში გამორჩენილია სარდაფის ფართობის (18.2 კვ.მ.) დაფიქსირება. ამასთან, მოთხოვნილია საცხოვრებელ ფართობად 1069.9 კვ.მ-ის ნაცვლად 1064.0 კვ.მ-ის., საზაფხულო ფართობად 234.8 კვ.მ-ის ნაცვლად 235.5 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 226.6 კვ.მ-ის ნაცვლად 231.4 კვ.მ-ის, სარდაფის ფართობად 275.2 კვ.მ-ის ნაცვლად 245.5 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 2100.8 კვ.მ-ის ნაცვლად 2088.9 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 01 დეკემბრის №6231560 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს სარდაფის ფართობი: 18.2 კვ.მ. ამასთან, საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს: 1064.0 კვ.მ., საზაფხულო ფართობად: 235.5 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 231.4 კვ.მ, სარდაფის ფართობად: 245.5 კვ.მ., საერთო ფართობად: 2088.9 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 01 დეკემბრის №6231560 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (21-26 ფურცლები) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 01 დეკემბრის №6231560 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 01 დეკემბრის №6231560 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 1 мая 2023 г.Решение6440419 - Выдано
- 28 апреля 2023 г.Ответ города
- 28 апреля 2023 г.Файлы загружены
Документы
Чертежи и проектные файлы1
- გეგმები.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление