ქალაქი თბილისი, გიორგი მდივნის ქ. N16, N20 N22 მოსკოვის გამზირი N29თ; მოსკოვის გამზირის დასაწყისში, ავტოგასამართი სადგურის მიმდებარედ სამრეწველო დასახლება N332ა N334 N336, N336ა N337
Решение
- Номер решения
- 6448820
- Дата решения
- 5 мая 2023 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- გიორგი გეგელაშვილი
- Застройщик (код компании)
- 211361300
Участок
- Кадастровый код
- 01.17.11.006.061
- Собственник
- შპს "ქართულ ესპანური დეველოპერული კომპანია" (211361300)
- Площадь
- 22 091 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 21 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.17.11.006.061Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Общественно-деловая
- Подзона
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1964156
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 2 мая 2023 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 3 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 5 мая 2023 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 01 მაისის №6439970 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 02 მაისს №AR1964156 განცხადებით მომართა გიორგი გეგელაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 01 მაისის №6439970 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 01 მაისის №6439970 ბრძანებით, სამსახურის 2023 წლის 31 იანვრის №6306406 ბრძანებით შეთანხმებული არქიტეტურული პროექტის საფუძველზე, №01.17.11.006.061 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გაიცა მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 01 მაისიდან 2029 წლის 01 მაისის ჩათვლით კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2023 წლის 01 მაისის №6439970 ბრძანებაში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ვადა. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2023 წლის 14 მარტის №AR1952389 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 6 წელზე და სამსახურის 2023 წლის 01 მაისის №6439970 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2023 წლის 01 მაისიდან 2029 წლის 01 მაისის ჩათვლით. თუმცა, ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 01 მაისის №6439970 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 01 მაისიდან 2029 წლის 01 მაისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 01 მაისის №6439970 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 01 მაისის №6439970 ბრძანებასთან ერთად. 4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 5 мая 2023 г.Решение6448820 - Выдано
- 2 мая 2023 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы1
- Binder Mindobiloba da Nebartva.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление