OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , გამზირი გურამიშვილი , N 64 , (ნაკვეთი N005/056) ; ქალაქი თბილისი , გამზირი გურამიშვილი , N 64 , (ნაკვეთი N5/51) ; ქალაქი თბილისი , გამზირი გურამიშვილი , N 64 , (ნაკვეთი N5/50)

AR1965785Разрешение на строительствоИное назначение11 мая 2023 г.
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
6462396
Дата решения
16 мая 2023 г.
Результат
Выдано
Срок строительства
24 мес.
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
დიანა რეხვიაშვილი
Застройщик (код компании)
200003174

Участок

Кадастровый код
01.12.01.005.626
Собственник
შპს "თბილაბრეშუმი" (200003174)
Площадь
42 917 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.

Участки и зонирование

  • Зона
    Промышленная
    Подзона
    s-1
    K1
    0
    K2
    0
    Зона Промышленная: городская карта не указывает K2 для зон этого типа (0 означает «не опубликовано», а не запрет на строительство). Проверьте регламент зонирования.
    K3
    0

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1965785
Статус
Согласовано
Зарегистрировано
11 мая 2023 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
5 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 16 мая 2023 г.Ответ города

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 8 მაისის №6451272 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 11 მაისს №AR1965785 განცხადებით მომართა დიანა რეხვიაშვილი-ჯეჯეიამ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 8 მაისის №6451272 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 14 მარტის №6366418 ბრძანებით, №01.12.01.005.626 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა საწყობის (მშრალი მასალების) არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 29 მარტის №6391900 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 29 მარტიდან 2024 წლის 29 მარტის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2023 წლის 13 აპრილის №6416713 და 2023 წლის 8 მაისის №6451272 ბრძანებებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2023 წლის 29 მარტის №6391900 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 8 მაისიდან 2025 წლის 8 მაისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2023 წლის 8 მაისის №6451272 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი არასწორად არის ჩამოყალიბებული, მათ შორის, არასწორად არის დაფიქსირებული მშენებლობის ვადა, კერძოდ „2023 წლის 8 მაისიდან 2025 წლის 8 მაისის ჩათვლით“ ნაცვლად დაფიქსირდა „2023 წლის 8 მაისიდან 2023 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით“. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ შპს "თბილაბრეშუმის“ წარმომადგენლის დიანა რეხვიაშვილი-ჯეჯეიას მიერ 2023 წლის 25 აპრილს, №AR1962828 განცხადებით მოთხოვნილ იქნა სამსახურის 2023 წლის 29 მარტის №6391900 ბრძანებაში ცვლილების შეტანა მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით, რისთვისაც წარმოდგენილ იქნა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, მათ შორის მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 24 თვეზე. სამსახურის 2023 წლის 8 მაისის №6451272 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი არასწორად ჩამოყალიბდა, მათ შორის არასწორად დაფიქსირდა მშენებლობის ვადა. ამასთან, სამსახურის მიერ დადგენილ იქნა, რომ 2023 წლის 8 მაისის №6451272 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში არ იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ეტაპები და ამასთან, ბრძანებაში არასწორად ჩამოყალიბდა ნორმატიული აქტები, რომლითაც იხელმძღვანელა სამსახურმა 2023 წლის 8 მაისის №6451272 ბრძანების გამოცემის დროს, კერძოდ “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების ნაცვლად დაფიქსირდა “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება. ამასთან, არ იქნა მითითებული საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 8 მაისის №6451272 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 8 მაისის №6451272 ბრძანებაში და 1.1. ნორმატიული აქტების ჩამონათვალში “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების ნაცვლად დაფიქსირდეს “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება და ასევე, ნორმატიული აქტების ჩამონათვალს დაემატოს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“. 1.2. ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაკმაყოფილდეს დიანა რეხვიაშვილი-ჯეჯეიას 2023 წლის 25 აპრილის №AR1962828 განცხადება. 2. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 მარტის №6391900 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე–3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 8 მაისიდან 2025 წლის 8 მაისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. 4. მშენებლობის დარჩენილი ეტაპები განისაზღვროს შემდეგნაირად: 1. მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც მოიცავს სამშენებლო მოედნის შემოღობვას დროებითი ღობით, უსაფრთხოების ზომების დასახვა და შესაბამისი ნიშნების დაყენება, მოედნის მოშანდაკება და სამშენებლო ნაგვის გატანა ნაგავსაყრელზე. 2. შენობა-ნაგებობების ინსტრუმენტალური დაკვალვა, ძირითადი ღერძების და რეპერების დაფიქსირება. 3. მიწის სამუშაოები, საწყობის შენობის საძირკვლებისათვის ქვაბულის მოწყობა. 4. საძირკვლების მოწყობა, საწყობის შენობის რკინა-ბეტონის წერტილოვანი და ლენტური საძირკვლების მოწყობა. 5. საწყობის შენობის რკინა-ბეტონის კედლების მოწყობა +1.00 მ ნიშნულამდე. 6. საწყობის შენობის ლითონის კარკასის (სვეტები, კოჭები, გრძივები, კავშირები) მოწყობა. 7. საწყობის შენობის სახურავის კედლების შეფუთვა და სახურავის დაფარვა - სენდვიჩპანელების მოწყობა. 8. საწყობის შენობის რკინა-ბეტონის იატაკის მოწყობა, სარემონტო სამუშაოები. 9. საინჟინრო კომუნიკაციების (წყალი, კანალიზაცია, ელექტრომომარაგება) მონტაჟი. 10. ტერიტორიის მოწესრიგება, ობიექტის ჩაბარება ექსპლუატაციაში. გაითვალისწინეთ: მშენებლობის ნებართვის მფლობელი (დამკვეთი) ვალდებულია “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შეადგინოს მშენებლობის (ზედამხედველობის) ეტაპის დასრულების ოქმი და სამშენებლო/სანებართვო პირობებით დადგენილი მორიგი ეტაპის დასრულებამდე წერილობითი სახით წარადგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას - დაჯარიმებას. 5. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 მარტის №6391900 და 2023 წლის 13 აპრილის №6416713 ბრძანებებთან ერთად.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბი

    Показать ещё
  2. 16 мая 2023 г.Решение6462396 - Выдано
  3. 11 мая 2023 г.Файлы загружены

Некоторые более ранние записи и окончания очень длинных текстов здесь не показаны.

Документы

Прочие файлы1

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление