OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , ქუჩა ნატახტარი , N 18 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ნატახტარი , N 20 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ნატახტარი , N20ა

AR1971482Разрешение на строительствоИное назначение12 июня 2023 г.- Сабуртало
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
6541711
Дата решения
3 июля 2023 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
გიორგი ინასარიძე
Застройщик (код компании)
430027302

Участок

Кадастровый код
01.10.17.013.029
Собственник
შპს "სიეიჩ ჯგუფი CH Group" (430027302)
Площадь
1 780 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1971482
Статус
Согласовано
Зарегистрировано
12 июня 2023 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
0 дн.
с последней повторной подачи до решения
Раунды замечаний
8

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 3 июля 2023 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 9 თებერვლის №6321244 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 12 ივნისს №AR1971482 განცხადებით მომართა გიორგი ინასარიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 9 თებერვლის №6321244 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 9 თებერვლის №6321244 ბრძანებით, №01.10.17.013.029 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 9 თებერვლიდან 2024 წლის 9 ივნისის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2023 წლის 9 თებერვლის №6321244 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ სურს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად 103.95 კვ.მ-ის დაფიქსირება. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 4487.3 კვ.მ-ის ნაცვლად 4443.23 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 409.2 კვ.მ-ის ნაცვლად 407.9 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 1215.55 კვ.მ-ის ნაცვლად 1150.55 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 462.8 კვ.მ-ის ნაცვლად 726.68 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 1824.6 კვ.მ-ის ნაცვლად 1685.0 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 8419.95 კვ.მ-ის ნაცვლად 8433.86 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმა-ნახაზები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. აგრეთვე, შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ არქიტექტურულ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 9 თებერვლის №6321244 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 9 თებერვლის №6321244 ბრძანებაში და: 1.1. ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 103.95 კვ.მ. 1.2. ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 4443.23 კვ.მ., კომერციულ ფართობად - 407.9 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 1150.55 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 726.68 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 1685.0 კვ.მ., საერთო ფართობად - 8433.86 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 9 თებერვლის №6321244 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 9 თებერვლის №6321244 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 9 თებერვლის №6321244 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში./

    Показать ещё
  2. 3 июля 2023 г.Ответ города
  3. 3 июля 2023 г.Файлы загружены
  4. 3 июля 2023 г.Решение6541711 - Выдано
  5. 30 июня 2023 г.Ответ города
  6. 30 июня 2023 г.Файлы загружены
  7. 28 июня 2023 г.Ответ города
  8. 28 июня 2023 г.Файлы загружены
  9. 28 июня 2023 г.Файлы загружены
  10. 27 июня 2023 г.Ответ города
  11. 27 июня 2023 г.Файлы загружены
  12. 23 июня 2023 г.Ответ города
  13. 23 июня 2023 г.Файлы загружены
  14. 22 июня 2023 г.Ответ города
  15. 22 июня 2023 г.Файлы загружены
  16. 21 июня 2023 г.Ответ города
  17. 21 июня 2023 г.Файлы загружены
  18. 12 июня 2023 г.Файлы загружены
  19. 10 июня 2023 г.Файлы загружены

Документы

Чертежи и проектные файлы5

Прочие файлы5

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление