ქალაქი თბილისი , ქუჩა ამაღლება (ყოფ. დავითაშვილი), N 47
Решение
- Номер решения
- 6538251
- Дата решения
- 30 июня 2023 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- გიორგი ტვილდიანი
- Застройщик (код компании)
- 406073895
Участок
- Кадастровый код
- 01.15.05.088.004
- Собственник
- შპს "NGS Group" (406073895)
- Площадь
- 1 690 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.15.05.088.004Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-3
- K1
- 0,5
- K2
- 1,5
- K3
- 0,2
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1974298
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 25 июня 2023 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 5 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 30 июня 2023 г.Ответ города
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №6512634 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 25 ივნისს №AR1974298 განცხადებით მომართა გიორგი ტვილდიანმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №6512634 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №6512634 ბრძანებით №01.15.05.088.004 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა სასტუმროს კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №6512634 ბრძანებაში არასწორად არის მითითებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სახელი და გვარი და შესაბამისად ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №6512634 ბრძანების გამოცემის მომენტში (ისევე როგორც დღევანდელი მდგომარეობით) საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882021661664; მომზადების თარიღი: 09.08.2021 წ.) №01.15.05.088.004 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენდა შპს „NGS Group“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406073895), თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №6512634 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არასწორად დაფიქსირდა. ამასთან, „მიწის ნაკვეთ(ებ)ი / ობიექტ(ებ)ი“ ველში მესაკუთრე სწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №6512634 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №6512634 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში „მოქ. გიორგი ხუნძაკიშვილის“ ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „NGS Group“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406073895). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №6512634 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №6512634 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 30 июня 2023 г.Решение6538251 - Выдано
Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление