OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , ქუჩა აბაშვილი , N 7

AR1990914Разрешение на строительствоИное назначение20 сентября 2023 г.- Самгори
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
6674730
Дата решения
21 сентября 2023 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
გიორგი ოსეფაიშვილი
Застройщик (код компании)
208179095

Участок

Кадастровый код
01.19.19.004.008
Собственник
შპს ''იმპელ დეველოპმენტ'' (208179095)
Площадь
14 313 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 22 октября 2026 г.

Участки и зонирование

  • Зона
    Промышленная
    Подзона
    s-1
    K1
    0
    K2
    0
    Зона Промышленная: городская карта не указывает K2 для зон этого типа (0 означает «не опубликовано», а не запрет на строительство). Проверьте регламент зонирования.
    K3
    0

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1990914
Статус
Согласовано
Зарегистрировано
20 сентября 2023 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
1 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 21 сентября 2023 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 ივლისის №6572182 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 20 სექტემბერს №AR1990914 განცხადებით მომართა გიორგი ოსეფაიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 20 ივლისის №6572182 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 20 ივლისის №6572182 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, აბაშვილის ქუჩა №7-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.19.19.004.008) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (შენობა №5) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 20 ივლისიდან 2025 წლის 30 მარტის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2023 წლის 20 ივლისის №6572182 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლების ველში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, შენობა №5-ის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი 11363.8 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 10915.1 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის (მათ შორის, ვექტორული ფაილის) გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი შეადგენს 10915.1 კვ.მ-ს. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 ივლისის №6572182 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლების ველში ჩანაწერის: „კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში). : ( შენობა №5 - 11363.8 კვ.მ კ2=0.4) ( შენობა №6 - 10273.5 კვ.მ კ2=0.3) ჯამი 21637.3 კ2=0.7“-ის ნაცვლად დაფიქსირდეს: „კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში). : ( შენობა №5 - 10915.1 კვ.მ კ2=0.3) ( შენობა №6 - 10273.5 კვ.მ კ2=0.3) ჯამი 21188.6 კ2=0.7.“. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 ივლისის №6572182 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 ივლისის №6572182 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 21 сентября 2023 г.Решение6674730 - Выдано
  3. 20 сентября 2023 г.Файлы загружены

Документы

Чертежи и проектные файлы1

  • 20.09.2023 dwg.dwg

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление