OpenCAD
Не рассмотрено

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ცამეტი ასურელი მამას ქუჩა, N 103

AR1993310Разрешение на строительствоИное назначение4 декабря 2023 г.- Дигоми
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
6799637
Дата решения
11 декабря 2023 г.
Результат
Другое
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
გიორგი გურგენიძე
Застройщик (код компании)
406197770

Участок

Кадастровый код
01.72.14.094.820
Собственник
ალექსი კობაიძე (P/N: *********33)
Площадь
2 500 м²
Назначение земли
სასოფლო-სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1993310
Статус
Не рассмотрено
Зарегистрировано
4 декабря 2023 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
7 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 11 декабря 2023 г.Ответ города

    2023 წლის 4 დეკემბრის №AR1993310 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 4 დეკემბერს №AR1993310 განცხადებით მომართა გიორგი გურგენიძემ და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის №5199823 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის №5199823 ბრძანებით, №01.72.14.094.820 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 25 ნოემბრიდან 2021 წლის 25 მაისის ჩათვლით. სამსახურის 2022 წლის 21 დეკემბრის №6259066 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის №5199823 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომების ფართობად დაფიქსირდა 414.2 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის №5199823 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმა ჩანაცვლდა 2022 წლის 22 ოქტომბრის №AR1930035 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გენ-გეგმით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ ამჯერად მოთხოვნილია სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის №5199823 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორება. კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში გამორჩენილი დამხმარე 71.9 კვ.მ. ფართობის დამატება. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელი ფართობად 7340.6 კვ.მ-ის ნაცვლად 7330.5 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობი 1753.9 კვ.მ-ის ნაცვლად 1653.4 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 1722.5 კვ.მ-ის ნაცვლად 1626.8 კვ.მ-ის,ხოლო საერთო ფართობად 12689.3 კვ.მ-ის ნაცვლად 12555.3 კვ.მ-ის დაფიქსირება. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ საცხოვრებელ, საზაფხულო, დამხმარე და კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობებში არასწორად არის ჩათვლილი კოლონებისა და საჰაერო შახტების ფართობები. ამასთან, საცხოვრებელ ფართობში, ასევე შეყვანილია ბინებისა და აივნების გამყოფი კედლები. აგრეთვე, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობში არასწორად არის ჩათვლილი ლიფტის შახტების ფართობები. გაითვალისწინეთ, რომ კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობში არ იანგარიშება ლიფტების შახტების ფართობები. შესაძლებელია, მხოლოდ -3.10 ნიშნულის გეგმაზე არსებული ლიფტის შახტების ფართობების ჩათვლა (სხვა გეგმებზე ლიფტის შახტის ფართობები არ არსებობს (სიცარიელეა), შესაბამისად არც ერთ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებელში იანგარიშება). ამასთან, წარმოდგენილი და შეთანხმებული გეგმები შეუსაბამოა ერთმანეთთან. შეცვლილია გეგმარება. განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დაავალოს განმცხადებელს წარმოადგინოს განახლებული დოკუმენტაცია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა საცხოვრებელ, საზაფხულო, დამხმარე, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის №5199823 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები (გეგმარების შეცვლის გარეშე) მხოლოდ გასწორებული ფართობების დატანით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2023 წლის 4 დეკემბრის №AR1993310 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 11 декабря 2023 г.Решение6799637 - Другое
  3. 20 октября 2023 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы1

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление