OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა, N 40

AR1996629Разрешение на строительствоИное назначение22 октября 2023 г.- Дигоми
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
6761239
Дата решения
15 ноября 2023 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
მიხეილ ჯინჭარაძე
Застройщик (код компании)
405551353

Участок

Кадастровый код
01.10.07.007.175
Собственник
შპს "ჯიდი +" (438731990)
Площадь
13 918 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1996629
Статус
Согласовано
Зарегистрировано
22 октября 2023 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
1 дн.
с последней повторной подачи до решения
Раунды замечаний
4

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 15 ноября 2023 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 09 ივნისის №6500594 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 22 ოქტომბერს №AR1996629 განცხადებით მომართა მიხეილ ჯინჭარაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 09 ივნისის №6500594 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 09 ივნისის №6500594 ბრძანებით №01.10.07.007.175 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (D-1; D-2 ბლოკი) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 09 ივნისიდან 2026 წლის 09 ივნისის ჩათვლით. სამსახურის 2023 წლის 05 ივლისის №6545708 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 09 ივნისის №6500594 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან ამოღებულ იქნა სპორტული მოედნის ფართობი 3569.6 კვ.მ. ასევე, საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 19339.2 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 2128.4 კვ.მ., საერთო ფართობად 29517.3 კვ.მ. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდა სპორტული მოედნის ფართობი: 569.8 კვ.მ. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2023 წლის 09 ივნისის №6500594 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 3400.4 კვ.მ-ის ნაცვლად 3466.1 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 189.6 კვ.მ-ის ნაცვლად 345.6 კვ.მის, ავტოსადგომის ფართობად 3362.6 კვ.მ-ის ნაცვლად 4578.3 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 29517.3 კვ.მ-ის ნაცვლად 30954.7 კვ.მ-ის დაფიქსირებას. განმცხადებელი, ასევე, ითხოვს სამსახურის 2023 წლის 09 ივნისის №6500594 ბრძანებიდან ამოღებულ იქნას ცალკე მდგომი სპორტული მოედნის ფართობი (კვ.მ).: 569.8 კვ.მ. გარდა აღნიშნულისა, განმცხადებელს, სურს ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდეს D-1 და D-2 ბლოკებისთვის განკუთვნილ ღია ავტოსადგომების ფართობი 405.5 კვ.მ. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი გეგმები და გენ-გეგმა არ იცვლება აღნიშნულ გეგმებზე და გენ-გეგმაზე ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. ამასთან, დგინდება, რომ სამსახურის 2023 წლის 09 ივნისის №6500594 ბრძანებით შეთანხმებულ 0.00 ნიშნულის გეგმაზე და გენ-გეგმაზე მდებარეობს D-1; D-2 ბლოკებისთვის განკუთვნილი 28 ღია ავტოსადგომი საერთო ფართობით 405.5 კვ.მ. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 16 დეკემბრის №6253930 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2022 წლის 30 მაისის №5960194 ბრძანებაში (აღნიშნული ბრძანებით №01.10.07.007.175 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (E1; E-2 ბლოკების) არქიტექტურული პროექტი) და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდა სპორტული მოედნის ფართობი: 569.8 კვ.მ. ამასთან, აღნიშნული სპორტული მოედნის ფართობი, ასევე, დაფიქსირებულია 2023 წლის 09 ივნისის №6500594 ბრძანებაში (სამსახურის 2023 წლის 05 ივლისის №6545708 ბრძანება ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე). შესაბამისად, იმისათვის რომ არ მოხდეს სპორტული მოედნის ფართობის დუბლირება, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია სამსახურის 2023 წლის 09 ივნისის №6500594 ბრძანებიდან ამოღებულ იქნას სპორტული მოედნის ფართობი: 569.8 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 09 ივნისის №6500594 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 09 ივნისის №6500594 ბრძანებაში და: 1.1. ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდეს 30954.7 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 3466.1 კვ.მ., დამხმარე ფართობად 345.6 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად 4578.3 კვ.მ., ამასთან, სამსახურის 2023 წლის 09 ივნისის №6500594 ბრძანებიდან ამოღებულ იქნას ცალკე მდგომი სპორტული მოედნის ფართობი 569.8 კვ.მ. 1.2. ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდეს D-1 და D-2 ბლოკებისთვის განკუთვნილი ღია ავტოსადგომების ფართობი 405.5 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 09 ივნისის №6500594 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (გარდა სახურავის გეგმისა) და გენ-გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი გეგმებით და გენ-გეგმით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2023 წლის 09 ივნისის №6500594 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 09 ივნისის №6500594 და 2023 წლის 05 ივლისის №6545708 ბრძანებებთან ერთად. 5.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 15 ноября 2023 г.Решение6761239 - Выдано
  3. 14 ноября 2023 г.Ответ города
  4. 14 ноября 2023 г.Файлы загружены
  5. 13 ноября 2023 г.Ответ города
  6. 13 ноября 2023 г.Файлы загружены
  7. 7 ноября 2023 г.Ответ города
  8. 7 ноября 2023 г.Файлы загружены
  9. 22 октября 2023 г.Файлы загружены

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление