OpenCAD
Interim decision

ქალაქი თბილისი, ალიო მირცხულავას ქუჩა, N 7ა

AR11085341New constructionOther use4 April 2025- Dighomi
Total floor area
1,367.5 m²
Building footprint
1,508.7 m²
Plot area
995 m²
Height
16 m
Depth below ground
1.5 m
Building volume
7,015 m³

Figures as the applicant entered them in the form; not verified.

Sign in to follow

Applicant

Name
რევაზ სულავა
Developer (company ID)
205200815

People

  • Client
    Name
    ოლეგი ბაზაძე
    Personal number
    *********45
  • Chief architect
    Name
    რევაზ სულავა
    Personal number
    *********99
  • Co-authors
    Name
    ირაკლი ბენდელიანი

The people the applicant named in the application form.

Parcel

Cadastral code
01.13.04.017.101
Owner
შპს თი თი სი (205200815 )
Area
995 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

  • Zone
    Industrial
    Sub-zone
    s-1
    K1
    0
    K2
    0
    Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
    K3
    0

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11085341
Status
Interim decision
Registered
4 April 2025
Type
New construction

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Waiting on
the applicant
since 28 May 2026 (179 days)
Rounds of remarks
4

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 28 May 2026City answer

    ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელშიც დაფიქსირდა ხარვეზები, კერძოდ: 1.საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. -> .გენერალური გეგმის pdf ფაილი.: გენგეგმაზე წარმოდგენილი იქნას მისაწვდომი სვლაგეზი შენობამდე , დაიტანეთ გაბარიტული ზომები და ნიშნულები. მანქანების მოძრაობის სქემა დაიტანეთ შეთანხმებული სატრანსპორტო სქემის შესაბამისად. 2• წარმოადგინეთ შენობა-ნაგებობის ფუძე-საძირკვლების და ძირითადი კონსტრუქციების სქემები საექსპერტო შეფასებასთან ერთად. ასევე, ინფორმაცია შემსრულებლის (პასუხისმგებელი პირის) შესახებ, რომელიც მოიცავს შემსრულებლის სახელს/დასახელებას, დიპლომს, სამუშაო გამოცდილებას, საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი), ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, შესაბამისად – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს. ან ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან. 3. შესაბამის ველში საჭიროა წარმოადგინოთ მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტი (გამწვანების პროექტი - სამშენებლო ტერიტორიაზე დაგეგმილი გამწვანების სივრცის მოწყობის პროექტი, რომელიც შესაძლოა ითვალისწინებდეს ადგილზე არსებული მწვანე ნარგავების გადარგვას ან/და საკომპენსაციო რგვას, კანონმდებლობით დადგენილი წესით), რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად აუცილებლად უნდა მოიცავდეს: • კ-3 კოეფიციენტის ფართობს; • გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას (მათ შორის, დახასიათება − ხნოვანება, სიმაღლე); • გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს; • გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ პირს; • გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობას; 4. “შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ”, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №354 დადგენილების შესაბამისად, წარმოსადგენია https://geecb.ge/index.php/ka/ - საიტის მეშვეობით, მომზადებული ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნების დეკლარაცია. ასევე წარმოადგენილ იქნას კედლებისა და სახურავის ფრაგმენტის ჭრილი, ენერგოეფექტურობის დეკლარაციის შესაბამისად, დეტალური შრეების ჩვენებითა და ექსპლიკაციის მითითბით. დეკლარაციის პირველი გვერდი წარმოდგენილ იქნას დასკანერებული სახით, (სადაც მითითებულია ვალიდურობის ლინკი და შემსრულებელი) შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი. აქვე გაითვალისწინეთ, რომ დეკლარაციის ვალიდურობის ლინკი სამსახურის მიერ უნდა ინდენთიფიცირდებოდეს (ინიშნებოდეს) მარტივად. 5.ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით). -> .საერთო ფართობი (კვ.მ).: გაითვალისწინეთ, სამყოფისათვის (საცხოვრებელი სახლისათვის, ბინისათვის, ოფისისათვის, სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურებისათვის) გამოყენებული ფართობის განსაზღვრა: ა) სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის, არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებსა და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, საინჟინრო და სავენტილაციო არხები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონის დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი); ბ) მათი არსებობის შემთხვევაში, სამყოფების ფართობში შედის ლოჯიის, აივნის, ტერასისა და ვერანდის ფართობები 6.შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმები, მასშტაბი 1:100. -> .გეგმების pdf ფაილი.: იმისათვის რომ სამსახურმა სრულყოფილად იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე არქიტექტურული პროექტი უნდა მომზადდეს ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“-ს დამტკიცების თაობაზე,საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვარის №41 დადგენილების და 2021 წლის 01 მარტის ტექნიკური რეგლამენტი - “მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები” -ს გათვალისწინებით და წარმოდგენილი იქნას შესაბამისი საექსპერტო შეფასებები. 7.შენობა-ნაგებობის ფასადები, მასშტაბი 1:100. -> .ფასადების pdf ფაილი.: -წარმოადგინეთ სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების სპეციფიკაცია. - წარმოადგინეთ ფასადების დეტალური პროექტი, რომელიც უნდა მოიცავდეს გარე კედლების საფარის, ღიობების, გარე ფანჯრისა და კარების, არქიტექტურული გაფორმების, აივნებისა და მსგავსი ნაშვერების ნახაზებს (ცალკეული კვანძების დეტალურ ნახაზებს). - დამატებით წარმოადგენილ იქნას კედლებისა და სახურავის ფრაგმენტის ჭრილი, ენერგოეფექტურობის დეკლარაციის შესაბამისად, დეტალური შრეების ჩვენებითა და ექსპლიკაციის მითითებით. 8. შესაბამის ველში წარმოადგინეთ მომიჯნავე შენობა-ნაგებობაზე ზეგავლენის კვლევის ანგარიში, რომელიც მოიცავს, ა) მომიჯნავე შენობა-ნაგებობების არსებული მდგომარეობის ფიქსაციას და მათზე დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების შესაძლო ზემოქმედების ხარისხს; ბ) საჭიროების შემთხვევაში სპეციალურ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მომიჯნავე შენობა-ნაგებობების არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას, რაც ასევე აისახება მშენებლობის ორგანიზების პროექტში. შენიშვნა: კვლევის ჩატარება სავალდებულოა, თუ შენობა-ნაგებობის მშენებლობა დაგეგმილია ჩამოყალიბებული განაშენიანებით შეზღუდულ პირობებში (ახალი მშენებლობისა და მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია), III კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – სამშენებლო მოედნის 10 მეტრის რადიუსში, ხოლო IV კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 20 მეტრის რადიუსში, ასევე სხვა ლეგიტიმური საფუძვლის არსებობისას, რათა გამოირიცხოს დაგეგმილი მშენებლობით მიწის ნაკვეთის მომიჯნავე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება. შენიშვნა: მომიჯნავე შენობა-ნაგებობის გამაგრების სამუშაოებზე ნებართვა გაიცემა ძირითადი ნებართვის ფარგლებში, შესაბამისი მომიჯნავე შენობა-ნაგებობის მესაკუთრის ნოტარიული თანხმობის საფუძველზე. 9. წარმოადგინეთ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა. აღნიშნული კვლევის ანგარიშში მინიმუმ უნდა აისახოს: ა) მიწის ნაკვეთის გეგმა, კვლევის ჩატარების წერტილების ჩვენებით; ბ) მიწის ნაკვეთის გრუნტის ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლები და სპეციფიკაცია; გ) დასკვნა ან/და რეკომენდაციები მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებისთვის. . წარმოადგინეთ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება. ასევე წარმოდგენილი იქნას ექსპერტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მონაცემები (გაითვალისწინეთ, რომ ექსპერტს უნდა გააჩნდეს სპეციალობით მუშაობის 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება). 10. საჭიროების შემთხვევაში საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით -> სქემის pdf ფაილი: წარმოადგინეთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოსთან შეთანხმებული სატრანსპორტო სქემები, საბოლოო შეთანხმებული სქემები წერილებთან ერთად. გაცნობებთ, რომ ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში ხარვეზების შეუსრულებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი.

    Show more
  2. 27 May 2026City answer
  3. 27 May 2026Files uploaded
  4. 28 April 2026City answer
  5. 27 April 2026Files uploaded
  6. 27 April 2026Files uploaded
  7. 27 April 2026Files uploaded
  8. 29 May 2025City answer
  9. 29 May 2025Files uploaded
  10. 29 May 2025Files uploaded
  11. 29 May 2025Files uploaded
  12. 4 April 2025Files uploaded
  13. 4 April 2025Files uploaded
  14. 4 April 2025Files uploaded

Documents

Drawings and project files25

  • გენგეგმა REV_01_1.pdfOpen ↗
  • გენგეგმა REV_01_1.dwg
  • გეგმები REV_01_1.pdfOpen ↗
  • ჭრილები REV_01_1.pdfOpen ↗
  • ფასადები REV_01_1.pdfOpen ↗
  • გენგეგმა REV_01_1.pdfOpen ↗
Show all (25)
  • მრავალფუნქციური კომპლექსი REV_01_1.dwg
  • გენგეგმა_REV_01_02.pdfOpen ↗
  • გენგეგმა .dwg
  • გეგმები_REV_01_02.pdfOpen ↗
  • ჭრილები_REV_01_02.pdfOpen ↗
  • ფასადები_REV_01_02.pdfOpen ↗
  • მირცხულავა 01.13.04.017.101.pla
  • გენგეგმა_REV_01_02.pdfOpen ↗
  • გეგმები_REV_01_02.pdfOpen ↗
  • გეგმები_REV_01_02.pdfOpen ↗
  • გეგმები_REV_02_01.pdfOpen ↗
  • გეგმები_REV_02_01.pdfOpen ↗
  • გენგეგმა_REV_02_01.pdfOpen ↗
  • გენგეგმა_REV_02_01.dwg
  • გეგმები_REV_02_01.pdfOpen ↗
  • ჭრილები_REV_02_01.pdfOpen ↗
  • ფასადები_REV_02_01.pdfOpen ↗
  • მირცხულავა 01.13.04.017.101 [01].pla
  • გენგეგმა_REV_02_01.pdfOpen ↗

Other files17

  • 1_1 - Photo.jpgOpen ↗
  • 1_2 - Photo.jpgOpen ↗
  • 1_3 - Photo.jpgOpen ↗
  • არსებული სურათები 1.pdfOpen ↗
  • სიმაღლის სქემა REV_01_1.pdfOpen ↗
  • ფოტომონტაჟი REV_01_1.pdfOpen ↗
Show all (17)

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal