ქალაქი თბილისი, ალიო მირცხულავას ქუჩა, N 7ა
- საერთო ფართობი
- 1 367,5 მ²
- განაშენიანების ფართობი
- 1 508,7 მ²
- მიწის ნაკვეთის ფართობი
- 995 მ²
- სიმაღლე
- 16 მ
- ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
- 1,5 მ
- სამშენებლო მოცულობა
- 7 015 მ³
მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.
დამკვეთი
- სახელი
- რევაზ სულავა
- დეველოპერი (ს/კ)
- 205200815
მონაწილეები
- დამკვეთი
- სახელი
- ოლეგი ბაზაძე
- პირადი ნომერი
- *********45
- მთავარი არქიტექტორი
- სახელი
- რევაზ სულავა
- პირადი ნომერი
- *********99
- თანაავტორები
- სახელი
- ირაკლი ბენდელიანი
პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.13.04.017.101
- მესაკუთრე
- შპს თი თი სი (205200815 )
- ფართობი
- 995 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.13.04.017.101საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11085341
- სტატუსი
- შუალედური
- რეგისტრაცია
- 4 აპრილი, 2025
- სახეობა
- ახალი მშენებლობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- ახლა ელოდება
- განმცხადებლის პასუხს
- ქალაქის ბოლო პასუხი: 28 მაისი, 2026 (179 დღე)
- შენიშვნების რაუნდები
- 4
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 28 მაისი, 2026ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელშიც დაფიქსირდა ხარვეზები, კერძოდ: 1.საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. -> .გენერალური გეგმის pdf ფაილი.: გენგეგმაზე წარმოდგენილი იქნას მისაწვდომი სვლაგეზი შენობამდე , დაიტანეთ გაბარიტული ზომები და ნიშნულები. მანქანების მოძრაობის სქემა დაიტანეთ შეთანხმებული სატრანსპორტო სქემის შესაბამისად. 2• წარმოადგინეთ შენობა-ნაგებობის ფუძე-საძირკვლების და ძირითადი კონსტრუქციების სქემები საექსპერტო შეფასებასთან ერთად. ასევე, ინფორმაცია შემსრულებლის (პასუხისმგებელი პირის) შესახებ, რომელიც მოიცავს შემსრულებლის სახელს/დასახელებას, დიპლომს, სამუშაო გამოცდილებას, საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი), ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, შესაბამისად – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს. ან ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან. 3. შესაბამის ველში საჭიროა წარმოადგინოთ მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტი (გამწვანების პროექტი - სამშენებლო ტერიტორიაზე დაგეგმილი გამწვანების სივრცის მოწყობის პროექტი, რომელიც შესაძლოა ითვალისწინებდეს ადგილზე არსებული მწვანე ნარგავების გადარგვას ან/და საკომპენსაციო რგვას, კანონმდებლობით დადგენილი წესით), რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად აუცილებლად უნდა მოიცავდეს: • კ-3 კოეფიციენტის ფართობს; • გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას (მათ შორის, დახასიათება − ხნოვანება, სიმაღლე); • გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს; • გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ პირს; • გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობას; 4. “შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ”, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №354 დადგენილების შესაბამისად, წარმოსადგენია https://geecb.ge/index.php/ka/ - საიტის მეშვეობით, მომზადებული ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნების დეკლარაცია. ასევე წარმოადგენილ იქნას კედლებისა და სახურავის ფრაგმენტის ჭრილი, ენერგოეფექტურობის დეკლარაციის შესაბამისად, დეტალური შრეების ჩვენებითა და ექსპლიკაციის მითითბით. დეკლარაციის პირველი გვერდი წარმოდგენილ იქნას დასკანერებული სახით, (სადაც მითითებულია ვალიდურობის ლინკი და შემსრულებელი) შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი. აქვე გაითვალისწინეთ, რომ დეკლარაციის ვალიდურობის ლინკი სამსახურის მიერ უნდა ინდენთიფიცირდებოდეს (ინიშნებოდეს) მარტივად. 5.ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით). -> .საერთო ფართობი (კვ.მ).: გაითვალისწინეთ, სამყოფისათვის (საცხოვრებელი სახლისათვის, ბინისათვის, ოფისისათვის, სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურებისათვის) გამოყენებული ფართობის განსაზღვრა: ა) სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის, არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებსა და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, საინჟინრო და სავენტილაციო არხები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონის დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი); ბ) მათი არსებობის შემთხვევაში, სამყოფების ფართობში შედის ლოჯიის, აივნის, ტერასისა და ვერანდის ფართობები 6.შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმები, მასშტაბი 1:100. -> .გეგმების pdf ფაილი.: იმისათვის რომ სამსახურმა სრულყოფილად იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე არქიტექტურული პროექტი უნდა მომზადდეს ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“-ს დამტკიცების თაობაზე,საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვარის №41 დადგენილების და 2021 წლის 01 მარტის ტექნიკური რეგლამენტი - “მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები” -ს გათვალისწინებით და წარმოდგენილი იქნას შესაბამისი საექსპერტო შეფასებები. 7.შენობა-ნაგებობის ფასადები, მასშტაბი 1:100. -> .ფასადების pdf ფაილი.: -წარმოადგინეთ სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების სპეციფიკაცია. - წარმოადგინეთ ფასადების დეტალური პროექტი, რომელიც უნდა მოიცავდეს გარე კედლების საფარის, ღიობების, გარე ფანჯრისა და კარების, არქიტექტურული გაფორმების, აივნებისა და მსგავსი ნაშვერების ნახაზებს (ცალკეული კვანძების დეტალურ ნახაზებს). - დამატებით წარმოადგენილ იქნას კედლებისა და სახურავის ფრაგმენტის ჭრილი, ენერგოეფექტურობის დეკლარაციის შესაბამისად, დეტალური შრეების ჩვენებითა და ექსპლიკაციის მითითებით. 8. შესაბამის ველში წარმოადგინეთ მომიჯნავე შენობა-ნაგებობაზე ზეგავლენის კვლევის ანგარიში, რომელიც მოიცავს, ა) მომიჯნავე შენობა-ნაგებობების არსებული მდგომარეობის ფიქსაციას და მათზე დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების შესაძლო ზემოქმედების ხარისხს; ბ) საჭიროების შემთხვევაში სპეციალურ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მომიჯნავე შენობა-ნაგებობების არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას, რაც ასევე აისახება მშენებლობის ორგანიზების პროექტში. შენიშვნა: კვლევის ჩატარება სავალდებულოა, თუ შენობა-ნაგებობის მშენებლობა დაგეგმილია ჩამოყალიბებული განაშენიანებით შეზღუდულ პირობებში (ახალი მშენებლობისა და მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია), III კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – სამშენებლო მოედნის 10 მეტრის რადიუსში, ხოლო IV კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 20 მეტრის რადიუსში, ასევე სხვა ლეგიტიმური საფუძვლის არსებობისას, რათა გამოირიცხოს დაგეგმილი მშენებლობით მიწის ნაკვეთის მომიჯნავე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება. შენიშვნა: მომიჯნავე შენობა-ნაგებობის გამაგრების სამუშაოებზე ნებართვა გაიცემა ძირითადი ნებართვის ფარგლებში, შესაბამისი მომიჯნავე შენობა-ნაგებობის მესაკუთრის ნოტარიული თანხმობის საფუძველზე. 9. წარმოადგინეთ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა. აღნიშნული კვლევის ანგარიშში მინიმუმ უნდა აისახოს: ა) მიწის ნაკვეთის გეგმა, კვლევის ჩატარების წერტილების ჩვენებით; ბ) მიწის ნაკვეთის გრუნტის ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლები და სპეციფიკაცია; გ) დასკვნა ან/და რეკომენდაციები მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებისთვის. . წარმოადგინეთ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება. ასევე წარმოდგენილი იქნას ექსპერტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მონაცემები (გაითვალისწინეთ, რომ ექსპერტს უნდა გააჩნდეს სპეციალობით მუშაობის 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება). 10. საჭიროების შემთხვევაში საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით -> სქემის pdf ფაილი: წარმოადგინეთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოსთან შეთანხმებული სატრანსპორტო სქემები, საბოლოო შეთანხმებული სქემები წერილებთან ერთად. გაცნობებთ, რომ ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში ხარვეზების შეუსრულებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 27 მაისი, 2026ქალაქის პასუხი
- 27 მაისი, 2026ფაილები აიტვირთა
- 28 აპრილი, 2026ქალაქის პასუხი
- 27 აპრილი, 2026ფაილები აიტვირთა
- 27 აპრილი, 2026ფაილები აიტვირთა
- 27 აპრილი, 2026ფაილები აიტვირთა
- 29 მაისი, 2025ქალაქის პასუხი
- 29 მაისი, 2025ფაილები აიტვირთა
- 29 მაისი, 2025ფაილები აიტვირთა
- 29 მაისი, 2025ფაილები აიტვირთა
- 4 აპრილი, 2025ფაილები აიტვირთა
- 4 აპრილი, 2025ფაილები აიტვირთა
- 4 აპრილი, 2025ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები25
- გენგეგმა REV_01_1.pdfგახსნა ↗
- გენგეგმა REV_01_1.dwg
- გეგმები REV_01_1.pdfგახსნა ↗
- ჭრილები REV_01_1.pdfგახსნა ↗
- ფასადები REV_01_1.pdfგახსნა ↗
- გენგეგმა REV_01_1.pdfგახსნა ↗
ყველას ჩვენება (25)ნაკლების ჩვენება
- მრავალფუნქციური კომპლექსი REV_01_1.dwg
- გენგეგმა_REV_01_02.pdfგახსნა ↗
- გენგეგმა .dwg
- გეგმები_REV_01_02.pdfგახსნა ↗
- ჭრილები_REV_01_02.pdfგახსნა ↗
- ფასადები_REV_01_02.pdfგახსნა ↗
- მირცხულავა 01.13.04.017.101.pla
- გენგეგმა_REV_01_02.pdfგახსნა ↗
- გეგმები_REV_01_02.pdfგახსნა ↗
- გეგმები_REV_01_02.pdfგახსნა ↗
- გეგმები_REV_02_01.pdfგახსნა ↗
- გეგმები_REV_02_01.pdfგახსნა ↗
- გენგეგმა_REV_02_01.pdfგახსნა ↗
- გენგეგმა_REV_02_01.dwg
- გეგმები_REV_02_01.pdfგახსნა ↗
- ჭრილები_REV_02_01.pdfგახსნა ↗
- ფასადები_REV_02_01.pdfგახსნა ↗
- მირცხულავა 01.13.04.017.101 [01].pla
- გენგეგმა_REV_02_01.pdfგახსნა ↗
სხვა ფაილები17
- 1_1 - Photo.jpgგახსნა ↗
- 1_2 - Photo.jpgგახსნა ↗
- 1_3 - Photo.jpgგახსნა ↗
- არსებული სურათები 1.pdfგახსნა ↗
- სიმაღლის სქემა REV_01_1.pdfგახსნა ↗
- ფოტომონტაჟი REV_01_1.pdfგახსნა ↗
ყველას ჩვენება (17)ნაკლების ჩვენება
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა