ქალაქი თბილისი, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი №40-ის მიმდებარედ; ქალაქი თბილისი, ვახტანგ ტაბლიაშვილის I ჩიხი, N 22; ქალაქი თბილისი, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი №40-ის მიმდებარედ; ქალაქი თბილისი, ვახტანგ ტაბლიაშვილის I ჩიხი, N 22
Applicant
- Name
- ნიკა ბოლქვაძე
- Developer (company ID)
- 402204299
Parcel
- Cadastral code
- 01.14.08.001.600
- Owner
- შპს ირ.აბაშიძე 555 (402204299)
- Area
- 5,003 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 16 November 2026
Plots and zoning
- 01.14.08.001.600Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11169086
- Status
- Back for re-review
- Registered
- 10 November 2026
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 16 November 2026
Case progress
- Time in review
- 13 days
- from registration to today
- Waiting on
- the city
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 17 November 2026Status changedInterim decision → Back for re-review
- 16 November 2026City answer
2026 წლის 10 ნოემბრის №AR11169086 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 10 ნოემბერს №AR11169086 განცხადებით მომართა ნიკა ბოლქვაძემ და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 4 ნოემბრის №8149182 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 4 ნოემბრის №8149182 ბრძანებით, №01.14.08.001.600 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2026 წლის 4 ნოემბრის №8149182 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელი ფართობი 5811.9 კვ.მ-ის ნაცვლად არის 5815.3 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 2465.1 კვ.მ-ის ნაცვლად 2462.4 კვ.მ., საერთო ფართობი 12227.0 კვ.მ-ის ნაცვლად 12227.7 კვ.მ. ამასთან, მოთხოვნილია სამშენებლო ფართად 14582.7 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ გაუგებარია სამშენებლო 1458.7 კვ.მ. ფართი რა მაჩვენებელს წარმოადგენს და რომელი ფართობებია ჩათვლილი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში დააზუსტოს მოთხოვნა სამსახურის 2026 წლის 4 ნოემბრის №8149182 ბრძანებაში სამშენებლო ფართთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2026 წლის 10 ნოემბრის №AR11169086 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 16 November 2026Status changedIn review → Awaiting applicant response
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal