OpenCAD
ხელახლა განხილვაზე

ქალაქი თბილისი, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი №40-ის მიმდებარედ; ქალაქი თბილისი, ვახტანგ ტაბლიაშვილის I ჩიხი, N 22; ქალაქი თბილისი, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი №40-ის მიმდებარედ; ქალაქი თბილისი, ვახტანგ ტაბლიაშვილის I ჩიხი, N 22

AR11169086სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება10 ნოემბერი, 2026- წყნეთი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

დამკვეთი

სახელი
ნიკა ბოლქვაძე
დეველოპერი (ს/კ)
402204299

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.08.001.600
მესაკუთრე
შპს ირ.აბაშიძე 555 (402204299)
ფართობი
5 003 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 16 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11169086
სტატუსი
ხელახლა განხილვაზე
რეგისტრაცია
10 ნოემბერი, 2026
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 16 ნოემბერი, 2026

საქმის მსვლელობა

განხილვის ხანგრძლივობა
13 დღე
რეგისტრაციიდან დღემდე
ახლა ელოდება
ქალაქის პასუხს
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 17 ნოემბერი, 2026სტატუსი შეიცვალაშუალედური → ხელახლა განხილვაზე
  2. 16 ნოემბერი, 2026ქალაქის პასუხი

    2026 წლის 10 ნოემბრის №AR11169086 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 10 ნოემბერს №AR11169086 განცხადებით მომართა ნიკა ბოლქვაძემ და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 4 ნოემბრის №8149182 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 4 ნოემბრის №8149182 ბრძანებით, №01.14.08.001.600 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2026 წლის 4 ნოემბრის №8149182 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელი ფართობი 5811.9 კვ.მ-ის ნაცვლად არის 5815.3 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 2465.1 კვ.მ-ის ნაცვლად 2462.4 კვ.მ., საერთო ფართობი 12227.0 კვ.მ-ის ნაცვლად 12227.7 კვ.მ. ამასთან, მოთხოვნილია სამშენებლო ფართად 14582.7 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ გაუგებარია სამშენებლო 1458.7 კვ.მ. ფართი რა მაჩვენებელს წარმოადგენს და რომელი ფართობებია ჩათვლილი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში დააზუსტოს მოთხოვნა სამსახურის 2026 წლის 4 ნოემბრის №8149182 ბრძანებაში სამშენებლო ფართთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2026 წლის 10 ნოემბრის №AR11169086 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 16 ნოემბერი, 2026სტატუსი შეიცვალაგანხილვის პროცესში → პასუხის რეჟიმში

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა