OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ბუდაპეშტის I შესახვევი N6./ ქალაქი თბილისი , შესახვევი ბუდაპეშტის I , N 8 , (ნაკვეთი N5/43) / ქალაქი თბილისი , შესახვევი ბუდაპეშტის I , N 8 , (ნაკვეთი N5/44)

AR1119600Construction permitOther use27 March 2013
Sign in to follow

Decision

Decision number
611639
Decision date
27 March 2013
Outcome
Granted
Construction period
3 November 2011 – 3 May 2014
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი მუსაშვილი
Developer (company ID)
404387409

Parcel

Cadastral code
01.10.14.005.055
Owner
შპს "თ.ს. - დეველოპმენტი T.S. - DEVELOPMENT" (404387409)
Area
953 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR1119600
Status
Approved
Registered
27 March 2013
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
0 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 27 March 2013City answer

    ​ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 24 ოქტომბრის №01/3199 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2013 წლის 27 მარტს № AR1119600 განცხადებით მომართა შპს „unix construqcion and development group“-ის დირექტორმა გიორგი მუსაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2011 წლის 24 ოქტომბრის №01/3199 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურული პროექტში მათ მიერ დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ: გამორჩენილი გეგმების დამატება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 24 ოქტომბრის №01/3199 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი საბურთალო, ბუდაპეშტის I შეს. №6-ში, ბუდაპეშტის I შეს. №8-ში (ნაკვ. №5/43), ბუდაპეშტის I შეს. №8-ში (ნაკვ. №5/44), შპს „თ.შ- დეველოპმენტი T.S.-DEVELOPMENT“-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ( ნაკვ. №005/055), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი, ხოლო 2011 წლის 01 ნეომბრის №ნ/3483 ნრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა (სანებართვო მოწმობა №ნ/3481-1) და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 03 ნოემბრიდან 2014 წლის 03 მაისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით მათ მიერ არქიტექტურულ ნაწილში დაშვებული იქნა ხარვეზი და გამორჩენილია დაკვალვის გეგმა, მიწისქვეშა პარკირების გეგმა -2.70 ნიშნულზე და I სართულის გეგმა +0.00 ნიშნულზე. სამსახურის მიერ გადამოწმებული იქნა შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციასთან მიმართებაში მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაადგინა, რომ შეთანხმებულ დოკუმენტაციაში სრულად არის წარმოდგენილი როგორც არქიტექტურული ისე კონსტრუქციული, ელმომარაგების და წყალმომარაგების ნაწილი, სადაც არქიტექტურული ნაწილში გამორჩენილი იქნა მხოლოდ გეგმები, ხოლო ჭრილებზე და ფასადებზე და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ფიქსირდება გამორჩენილი სართულები, შესაბამისად მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია 2011 წლის 24 ოქტომბრის №01/3199 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტში გასწორდეს ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: დაემატოს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 24 ოქტომბრის №01/3199 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტში, კერძოდ: საპროექტო დოკუმენტაციას დაემატოს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ა-03 - დაკვალვის გეგმა; ა-04 - მიწისქვეშა პარკირების გეგმა -2.70 ნიშნულზე და ა-05 - I სართულის გეგმა +0.00 ნიშნულზე. 2. აღნიშნული ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 24 ოქტომბრის და №01/3199 011 წლის 01 ნეომბრის №ნ/3483 ბრძანებებთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის: შარტავას ქ. №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 27 March 2013Decision611639 - Granted
  3. 26 March 2013Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal