ქალაქი თბილისი , ბუდაპეშტის I შესახვევი N6./ ქალაქი თბილისი , შესახვევი ბუდაპეშტის I , N 8 , (ნაკვეთი N5/43) / ქალაქი თბილისი , შესახვევი ბუდაპეშტის I , N 8 , (ნაკვეთი N5/44)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 611639
- გადაწყვეტილების თარიღი
- 27 მარტი, 2013
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 3 ნოემბერი, 2011 – 3 მაისი, 2014
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი მუსაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 404387409
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.14.005.055
- მესაკუთრე
- შპს "თ.ს. - დეველოპმენტი T.S. - DEVELOPMENT" (404387409)
- ფართობი
- 953 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.14.005.055საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1119600
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 27 მარტი, 2013
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 0 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 27 მარტი, 2013ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 24 ოქტომბრის №01/3199 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2013 წლის 27 მარტს № AR1119600 განცხადებით მომართა შპს „unix construqcion and development group“-ის დირექტორმა გიორგი მუსაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2011 წლის 24 ოქტომბრის №01/3199 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურული პროექტში მათ მიერ დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ: გამორჩენილი გეგმების დამატება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 24 ოქტომბრის №01/3199 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი საბურთალო, ბუდაპეშტის I შეს. №6-ში, ბუდაპეშტის I შეს. №8-ში (ნაკვ. №5/43), ბუდაპეშტის I შეს. №8-ში (ნაკვ. №5/44), შპს „თ.შ- დეველოპმენტი T.S.-DEVELOPMENT“-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ( ნაკვ. №005/055), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი, ხოლო 2011 წლის 01 ნეომბრის №ნ/3483 ნრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა (სანებართვო მოწმობა №ნ/3481-1) და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 03 ნოემბრიდან 2014 წლის 03 მაისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით მათ მიერ არქიტექტურულ ნაწილში დაშვებული იქნა ხარვეზი და გამორჩენილია დაკვალვის გეგმა, მიწისქვეშა პარკირების გეგმა -2.70 ნიშნულზე და I სართულის გეგმა +0.00 ნიშნულზე. სამსახურის მიერ გადამოწმებული იქნა შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციასთან მიმართებაში მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაადგინა, რომ შეთანხმებულ დოკუმენტაციაში სრულად არის წარმოდგენილი როგორც არქიტექტურული ისე კონსტრუქციული, ელმომარაგების და წყალმომარაგების ნაწილი, სადაც არქიტექტურული ნაწილში გამორჩენილი იქნა მხოლოდ გეგმები, ხოლო ჭრილებზე და ფასადებზე და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ფიქსირდება გამორჩენილი სართულები, შესაბამისად მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია 2011 წლის 24 ოქტომბრის №01/3199 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტში გასწორდეს ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: დაემატოს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 24 ოქტომბრის №01/3199 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტში, კერძოდ: საპროექტო დოკუმენტაციას დაემატოს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ა-03 - დაკვალვის გეგმა; ა-04 - მიწისქვეშა პარკირების გეგმა -2.70 ნიშნულზე და ა-05 - I სართულის გეგმა +0.00 ნიშნულზე. 2. აღნიშნული ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 24 ოქტომბრის და №01/3199 011 წლის 01 ნეომბრის №ნ/3483 ბრძანებებთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის: შარტავას ქ. №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 27 მარტი, 2013გადაწყვეტილება611639 - თანხმობა
- 26 მარტი, 2013ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- Budapeshti- - A03; A04; A05.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა