ქალაქი თბილისი , შესახვევი აკაკი ბელიაშვილი , N 4
Decision
- Decision number
- 721279
- Decision date
- 13 June 2013
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- მიხეილ თავაძე
- Developer (company ID)
- 202056693
Parcel
- Cadastral code
- 01.13.01.005.004
- Owner
- შპს "რიო" (202056693) (202056693)
- Area
- 2,814 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.13.01.005.004Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Special
- Sub-zone
- specz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Special zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1134109
- Status
- Approved
- Registered
- 24 May 2013
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 20 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 13 June 2013City answer
ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 31 ოქტომბრის #427566 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2013 წლის 24 მაისს #არ1134109 განცხადებით მომართა მოქ. მიხეილ თავაძემ და მოითხოვა სამსახურის 2012 წლის 31 ოქტომბრის #427566 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ: დამკვეთად შპს „რიო“–სთან ერთად შპს „თერმარსენალი“–ს დაფიქსირება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2012 წლის 13 ნოემბრის #427566 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი დიდუბე, აკაკი ბელიაშვილის შესახვევი #4–ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი #005/004) შეთანხმდა სასაწყობე საოფისე შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. საპროექტო მიწის ნაკვეთი, წარმოდგენილი საჯარეო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად, წარმოადგენს შპს „რიო“–ს საკუთრებას და შესაბამისად სამსახურის მიერ გამოცემულ ინიდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში დამკვეთად დაფიქსირდა შპს „რიო“. განმცხადებლის მიერ დღეის მდგომარეობით წარმოდგენილი იქნა შპს „რიო“–სა (საიდენტიფიკაციო კოდი: 202056693) და შპს „თერმარსენალი“–ს (საიდენტიფიკაციო კოდი: 202283242) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა ხელმოწერით დამოწმებული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც შეზღუდული პასუხისმგებლობის ორივე საზოგადოება თანხმობას აცხადებს არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცემულ სამშენებლო დოკუმენტაციაში დამკვეთად დაფიქსირდეს როგორც შპს „რიო“ ასევე შპს „თერმარსენალი“. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და ვინაიდან, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე შპს „რიო“ თანხმობას აცხადებს სამშენებლო დოკუმენტაციაში მეორე დამკვეთად დაფიქსირდეს შპს ,,თერმარსენალი“, რომელსაც აქვს ასევე ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია ცვლილება შეიტანოს ზემოაღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის -ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 13 ნოემბრის #427566 ბრძანებაში, კერძოდ: დამკვეთად დაემატოს შპს „თერმარსენალი“(საიდენტიფიკაციო კოდი: 202283242); 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 13 ნოემბრის #427566 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარატავას ქ. #7);
Show moreShow less
- 13 June 2013Decision721279 - Granted
- 24 May 2013Files uploaded
Documents
Other files1
- Setanxmeba.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal