OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , შესახვევი აკაკი ბელიაშვილი , N 4

AR1134109სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება24 მაისი, 2013
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
721279
გადაწყვეტილების თარიღი
13 ივნისი, 2013
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
მიხეილ თავაძე
დეველოპერი (ს/კ)
202056693

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.13.01.005.004
მესაკუთრე
შპს "რიო" (202056693) (202056693)
ფართობი
2 814 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1134109
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
24 მაისი, 2013
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
20 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 13 ივნისი, 2013ქალაქის პასუხი

    ​ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 31 ოქტომბრის #427566 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2013 წლის 24 მაისს #არ1134109 განცხადებით მომართა მოქ. მიხეილ თავაძემ და მოითხოვა სამსახურის 2012 წლის 31 ოქტომბრის #427566 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ: დამკვეთად შპს „რიო“–სთან ერთად შპს „თერმარსენალი“–ს დაფიქსირება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2012 წლის 13 ნოემბრის #427566 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი დიდუბე, აკაკი ბელიაშვილის შესახვევი #4–ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი #005/004) შეთანხმდა სასაწყობე საოფისე შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. საპროექტო მიწის ნაკვეთი, წარმოდგენილი საჯარეო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად, წარმოადგენს შპს „რიო“–ს საკუთრებას და შესაბამისად სამსახურის მიერ გამოცემულ ინიდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში დამკვეთად დაფიქსირდა შპს „რიო“. განმცხადებლის მიერ დღეის მდგომარეობით წარმოდგენილი იქნა შპს „რიო“–სა (საიდენტიფიკაციო კოდი: 202056693) და შპს „თერმარსენალი“–ს (საიდენტიფიკაციო კოდი: 202283242) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა ხელმოწერით დამოწმებული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც შეზღუდული პასუხისმგებლობის ორივე საზოგადოება თანხმობას აცხადებს არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცემულ სამშენებლო დოკუმენტაციაში დამკვეთად დაფიქსირდეს როგორც შპს „რიო“ ასევე შპს „თერმარსენალი“. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და ვინაიდან, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე შპს „რიო“ თანხმობას აცხადებს სამშენებლო დოკუმენტაციაში მეორე დამკვეთად დაფიქსირდეს შპს ,,თერმარსენალი“, რომელსაც აქვს ასევე ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია ცვლილება შეიტანოს ზემოაღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის -ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 13 ნოემბრის #427566 ბრძანებაში, კერძოდ: დამკვეთად დაემატოს შპს „თერმარსენალი“(საიდენტიფიკაციო კოდი: 202283242); 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 13 ნოემბრის #427566 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარატავას ქ. #7);

    მეტის ჩვენება
  2. 13 ივნისი, 2013გადაწყვეტილება721279 - თანხმობა
  3. 24 მაისი, 2013ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა