OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორია

AR1215087სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება26 აპრილი, 2014- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
1250333
გადაწყვეტილების თარიღი
2 მაისი, 2014
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი მუხიაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
445431097

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.012.730
მესაკუთრე
ლამზირა კოროშინაძე (P/N: *********67)
ფართობი
550 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

დოკუმენტი

ნომერი
AR1215087
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
26 აპრილი, 2014
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
6 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 2 მაისი, 2014ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 24.03.2014 წ. №1184303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურს (შემდგომში – არქიტექტურის სამსახური) 26.04.2014 წ. №AR1215087 ელექტრონული განაცხადით მომართეს გიორგი მუხიაშვილმა და რომან კუნჭულიამ და მოითხოვეს არქიტექტურის სამსახურის 24.03.2014 წ. №1184303 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ბრძანებაში მითითებული ორი დამკვეთის – ლამზირა კოროშინაძისა და შპს „პროფილ ბილდინგი“–ს ნაცვლად, დამკვეთად მხოლოდ შპს „პროფილ ბილდინგი“–ს მითითება. არქიტექტურის სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა შემდეგი: არქიტექტურის სამსახურის 24.03.2014 წ. №1184303 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო–საცდელი მეურნეობის ტერიტორია, შპს „პროფილ ბილდინგი“–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.72.14.012.730) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. დღევანდელი მდგომარეობით, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (რეგისტრაციის ნომერი: 882013616024, მომზადების თარიღი: 18/12/2013 12:29:36; საკადასტრო კოდი №01.72.14.012.730) თანახმად, სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „პროფილ ბილდინგი“ ინდივიდუალური კოდი №445431097). აღსანიშნავია, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთის ერთადერთ მესაკუთრეს არქიტექტურის სამსახურის 24.03.2014 წ. №1184303 ბრძანების გამოცემის მომენტისთვისაც საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (რეგისტრაციის ნომერი: 882013616024, მომზადების თარიღი: 18/12/2013 12:29:36; საკადასტრო კოდი №01.72.14.012.730) თანახმად, წარმოადგენდა შპს „პროფილ ბილდინგი“. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის ნომერი: 657054; განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B13088576; ამონაწერის მომზადების თარიღი: 09/09/2013 09:54:19) თანახმად, დღეის მდგომარეობით, ისევე როგორც 24.03.2014 წ. №1184303 ბრძანების გამოცემის მომენტისთვის, შპს „პროფილ ბილდინგი“–ს 100% წილის მფლობელი არის ლამზირა კოროშინაძე, ხოლო წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს – რომან კუნჭულია. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე–20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამკვეთს მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშე­ნებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მი­სი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. ვინაიდან სამშენებლო მიწის ნაკვეთის ერთადერთ მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „პროფილ ბილდინგი“, რომლის 100% წილის მფლობელი არის ლამზირა კოროშინაძე, ხოლო წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს – რომან კუნჭულია და შპს „პროფილ ბილდინგს“ აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი, არქიტექტურის სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია 24.03.2014 წ. №1184303 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. შეტანილ იქნას ცვლილება არქიტექტურის სამსახურის 24.03.2014 წ. №1184303 ბრძანებაში და ლამზირა კოროშინაძისა და შპს „პროფილ ბილდინგი“–ს ნაცვლად, ბრძანებაში დამკვეთად მითითებულ იქნას მხოლოდ შპს „პროფილ ბილდინგი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 445431097); 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას არქიტექტურის სამსახურის 24.03.2014 წ. №1184303 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 2 მაისი, 2014გადაწყვეტილება1250333 - თანხმობა
  3. 26 აპრილი, 2014ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა