ქალაქი თბილისი , დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორია
Решение
- Номер решения
- 1250333
- Дата решения
- 2 мая 2014 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- გიორგი მუხიაშვილი
- Застройщик (код компании)
- 445431097
Участок
- Кадастровый код
- 01.72.14.012.730
- Собственник
- ლამზირა კოროშინაძე (P/N: *********67)
- Площадь
- 550 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.72.14.012.730Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
Документ
- Номер
- AR1215087
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 26 апреля 2014 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 6 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 2 мая 2014 г.Ответ города
ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 24.03.2014 წ. №1184303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურს (შემდგომში – არქიტექტურის სამსახური) 26.04.2014 წ. №AR1215087 ელექტრონული განაცხადით მომართეს გიორგი მუხიაშვილმა და რომან კუნჭულიამ და მოითხოვეს არქიტექტურის სამსახურის 24.03.2014 წ. №1184303 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ბრძანებაში მითითებული ორი დამკვეთის – ლამზირა კოროშინაძისა და შპს „პროფილ ბილდინგი“–ს ნაცვლად, დამკვეთად მხოლოდ შპს „პროფილ ბილდინგი“–ს მითითება. არქიტექტურის სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა შემდეგი: არქიტექტურის სამსახურის 24.03.2014 წ. №1184303 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო–საცდელი მეურნეობის ტერიტორია, შპს „პროფილ ბილდინგი“–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.72.14.012.730) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. დღევანდელი მდგომარეობით, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (რეგისტრაციის ნომერი: 882013616024, მომზადების თარიღი: 18/12/2013 12:29:36; საკადასტრო კოდი №01.72.14.012.730) თანახმად, სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „პროფილ ბილდინგი“ ინდივიდუალური კოდი №445431097). აღსანიშნავია, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთის ერთადერთ მესაკუთრეს არქიტექტურის სამსახურის 24.03.2014 წ. №1184303 ბრძანების გამოცემის მომენტისთვისაც საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (რეგისტრაციის ნომერი: 882013616024, მომზადების თარიღი: 18/12/2013 12:29:36; საკადასტრო კოდი №01.72.14.012.730) თანახმად, წარმოადგენდა შპს „პროფილ ბილდინგი“. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის ნომერი: 657054; განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B13088576; ამონაწერის მომზადების თარიღი: 09/09/2013 09:54:19) თანახმად, დღეის მდგომარეობით, ისევე როგორც 24.03.2014 წ. №1184303 ბრძანების გამოცემის მომენტისთვის, შპს „პროფილ ბილდინგი“–ს 100% წილის მფლობელი არის ლამზირა კოროშინაძე, ხოლო წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს – რომან კუნჭულია. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე–20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამკვეთს მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. ვინაიდან სამშენებლო მიწის ნაკვეთის ერთადერთ მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „პროფილ ბილდინგი“, რომლის 100% წილის მფლობელი არის ლამზირა კოროშინაძე, ხოლო წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს – რომან კუნჭულია და შპს „პროფილ ბილდინგს“ აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი, არქიტექტურის სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია 24.03.2014 წ. №1184303 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. შეტანილ იქნას ცვლილება არქიტექტურის სამსახურის 24.03.2014 წ. №1184303 ბრძანებაში და ლამზირა კოროშინაძისა და შპს „პროფილ ბილდინგი“–ს ნაცვლად, ბრძანებაში დამკვეთად მითითებულ იქნას მხოლოდ შპს „პროფილ ბილდინგი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 445431097); 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას არქიტექტურის სამსახურის 24.03.2014 წ. №1184303 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 2 мая 2014 г.Решение1250333 - Выдано
- 26 апреля 2014 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы1
- DS5588217.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление